7
Aug
2019

როგორ დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული „სფეისით“?

7 Aug 2019

საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკ „ სფეისს “, ცოტა ხნის წინ, ერთი წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის მანძილზე, ყოველდღიურ საბანკო მომსახურებაში, ბევრი სიახლე დანერგა: 24/7 გადარიცხვები, ყველა ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში გაერთიანების საშუალება, ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ბარათის უფასო, „ონლაინ“ შეკვეთა, QR განვადება, სესხის აღება 2 წუთში, „მესენჯერით“ ფულის გადარიცხვა და ა.შ.

 

 

„ამჯერად „სფეისმა“ უნიკალური „ქეშბექ“ პროგრამა გაუშვა: მსოფლიოს მასშტაბით, კვების ნებისმიერ ობიექტში „სფეის“ ბარათით გადახდისას, თანხის 5%-ს უკან დაიბრუნებთ. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, სხვა პროდუქტების შექმნისას, მყისიერებასა და სიმარტივეზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გვინდოდა, მომხმარებელს ეწვალა და ეძებნა ჩვენი პარტნიორების სიები, კონკრეტული ობიექტები, სადაც შეძლებდა პროგრამით სარგებლობას. გადავწყვიტეთ, მსოფლიოში ყველგან, კვების ნებისმიერ ობიექტში დაგვებრუნებინა გადახდილი თანხის 5% და რაც მთავარია მყისიერად, რადგან ლოდინი ჩვენც ისევე არ გვიყვარს, როგორც ჩვენს ერთგულ სფეისელებს“-, ამბობენ „სფეისის“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, „ქეშბექის“ მისაღებად საკმარისია, შეუკვეთოთ „სფეის“ ბარათი „სფეისისაპლიკაციიდან და სფეის ბარათით გადაიხადო ყველა საკვებ ობიექტში.

თბილისის მასშტაბით, ბარათს მოგართმევენ ელექტროსკუტერებით „სფეის“ კურიერები, რომელთაც თავად პილოტებს უწოდებენ. „სფეის“ბარათი სრულიად უფასოა, არ იხდი შეკვეთის, მოტანის, საკომისიოს თანხას. ასევ, უფასოა განაღდებაც 4 ბანკის ბანკომატში (თიბისი, ვითიბი, ხალიკ ბანკი და ბაზის ბანკი).

 

ამას გარდა, როგორც კომპანიაში ამბობენ, 1 თვის წინ „სფეისმა“ თავის ბარათს კიდევ მეტი ინტერესი შესძინა, დანერგა განსხვავებული ლოიალობის პროგრამა სფეის“ თამაში. პრინციპი მარტივია: იხდი „სფეის“ ბარათით, რაც შეიძლება ხშირად, აგროვებ ვარსკვლავებს მთელი კვირის მანძილზე და პარასკევს რეიტინგის მიხედვით იღებ ფულს: მაქსიმუმ – 150 ლარს, მინიმუმ – 5 ლარს.

„თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. დავფიქრდით, რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოგვეტანა. თამაშის ელემენტების გამოყენება „არა თამაშის” კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება – ამ მოვლენას „გემიფიკაციის” სახელით იცნობენ მსოფლიოში. სწორედ ამ მიდგომით შევიმუშავეთ ჩვენი ლოიალობის პროგრამა“, – ამბობს „სფეისის“ წარმომადგენელი ნათია სვანიძე.

როგორც თავად ამბობენ, ყველა სიახლე, რომელსაც ნერგავენ მათი მომხმარებლების თხოვნებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით იგეგმება.

„ერთგული „სფეისელები“ ისევე არიან ჩართულები პროდუქტის შექმნა – განვითარებაში, როგორც ჩვენ – თანამშრომლები. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და გაანალიზება. ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ახალი იდეები და დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა“.

პარტნიორის კონტენტი

განხილვა