14
Nov
2019

როგორ უნდა გადალახონ ლიდერებმა მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საუბრის შიში?

14 Nov 2019

თითქმის ყველა ტოპ ლიდერმა იცის, რომ ინკლუზიასა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ამ პროცესში ისინი ბევრ და მნიშვნელოვან წინაღობას აწყდებიან. ისინი გამუდმებით ცდილობენ, კომპანიაში შექმნან კონკრეტული ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც უფრო ახლობლურ/თანამშრომლებზე მორგებულ კულტურას ჩამოაყალიბებენ. თუმცა, ეს ლიდერები თითქმის ყოველთვის, აწყდებიან ერთ ძალიან დიდ წინაღობას: შიშს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამგვარ შემთხვევაში ზემოხსენებულ ლიდერებს იმდენად ეშინიათ არასწორი სიტყვების თქმისა და ქმედების, რომ ისინი გაურბიან ყველას – თანამშრომლებს, ბორდის წევრებს, დირექტორებს, კლიენტებს, მომხმარებლებს და თუნდაც მთელ სამყაროს სოციალურ მედიაში. შესაბამისად, ლიდერები ხდებიან მორალურად პარალიზებულები და სტატიკურ უმოქმედობაში გადაინაცვლებენ ხოლმე.

ამგვარი შემთხვევის ერთ-ერთი კარგი მაგალითია Google ფერადკანიანი თანამშრომლებით, სადაც ისინი მსოფლიოში გამეფებული მარგინალიზაციისა და სტრუქტურული უთანასწორობის ფონზე მშვიდობიანი/ჯანსაღი კომპანიის გამოხატულებას წარმოადგენდნენ. თუმცა, როდესაც დადგა მომენტი, რომ თეთრკანიან კოლეგებს სწორედ ფერადკანიანთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უნდა გაეპროტესტებინათ, ვერ იპოვეს საამისოდ გამოხატვის გზები, რადგანაც არ სურდათ, სულ მცირედითაც კი შეელახათ მათი ღირსება. ისინი უბრალოდ ვერ ბედავდნენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და სრულ უმოქმედობაში იყვნენ. და რეალურად რა სჭირდებოდათ მათ? – ნებართვა, გამბედაობა და რჩევა, სანამ ზემოხსენებული საკითხის შესახებ რაიმეს მოიმოქმედებდნენ.

თუმცა, რეალურად კომპანიის ამგვარ საკითხებზე არამხოლოდ თანამშრომლები, არამედ ლიდერები უნდა ზრუნავდნენ. როდესაც ისინი არ არიან ჩართულები კომპანიის შიდა საქმიანობაში, გუნდის წევრებს მათ მიმართ უნდობლობისა და არასამართლიანობის განცდა უჩნდებათ – ისინი თანამშრომლებისთვის სუსტი რგოლები/მაგალითები ხდებიან. ამიტომაც, თუ გინდათ, რომ თქვენი გუნდი ინკლუზიის მომხრე იყოს, ამისთვის თქვენც მათთან ერთად უნდა იდგეთ.

ნუ მისცემთ შიშებს უფლებას, იქონიონ ზეგავლენა თქვენს ქმედებებზე. რადგანაც თქვენი ქმედებები თქვენივე კომპანის ბედს განსაზღვრავს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ კომპანიაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის საკითხები:

დასვით უკეთესი კითხვები

კონკრეტული საკითხების გამოძიება გეხმარებათ, ააშენოთ ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები. ამაში კი ვგულისხმობთ შემდეგს: თუკი ზემოხსენებული საკითხების შესახებ სათანადო ცოდნა არ გაგაჩნიათ, ეს არ არის სირცხვილი. არ ეცადოთ, თანამშრომლებს თავი მოაჩვენოთ, თითქოს იცით მაშინ, როცა არ იცით. ამგვარ შემთხვევაში აუცილებელია, დასვათ კითხვები. სწორედ ასე მოქმედება გადაგალახინებთ უცოდინრობის პრობლემას და, რაც მთავარია, დაძლევთ უხერხულ სიჩუმეს, რომელიც თქვენსა და თანამშრომლებს შორის შეიძლება, წარმოიშვას.

ჰკითხეთ მათ, რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურად, რა აწუხებთ, როგორი პრობლემების წინაშე დგებიან ხოლმე. მაგალითისთვის შეიძლება, ეს კითხვები გამოგადგეთ:

  • რომელია ის ბარიერები, რომლებიც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს და როგორ შემიძლია ამ ბარიერების აღმოფხვრაში დაგეხმაროთ?
  • თავს დაცულად გრძნობთ მაშინ, როდესაც სამსახურში რაიმე რისკზე მიდიხართ?
  • რა დრო გეხარჯებათ თქვენ მიმართ გამოხატული მიკროაგრესიების დარეგულირებაზე?
  • როგორ შემიძლია, თქვენი ხმის ძალა გავზარდო და გავხადო პრიორიტეტული სხვებისთვის?

თუკი თქვენ არასწორი ტერმინების წარმოთქმის გეშინიათ, უბრალოდ ჰკითხეთ მათ ამის შესახებ, რომ უფრო გათვითცნობიერებული გაგხადონ. თუკი ასე მოიქცევით, შეატყობთ რამდენად დაფასებულად და ბედნიერად იგრძნობენ თანამშრომლები თავს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თანამშრომლებმა სხვადასხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვონ, რადგანაც სწორედ იმ თემებზე ისაუბრებთ, რომლებიც მათთვის მტკივნეულია. ასეთ შემთხვევაში, გაუგეთ მათ და სხვა თემაზე საუბარი შესთავაზეთ, ან სულაც მიეცით დუმილის ნება.

გამოიჩინეთ სიმამაცე არა იმაში, თუ როგორ კითხვებს დასვამთ, არამედ როგორ მოუსმენთ მათ. მოახდინეთ იმის დემონსტრირება, თუ რამდენად გაინტერესებთ მათი პასუხები, რომ რეალურად მათ ნაამბობს თქვენზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და აგრძნობინეთ, რომ თქვენ მათი გესმით.

იკითხეთ

არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც ბიზნესში უთანასწორობის, არასამართლიანობის წინააღმდეგ ყვება და რომლითაც შეიძლება, რომ იხელმძღვანელოთ. თუმცა, არსებობს უამრავი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთესად გაუგოთ თანამშრომლებს და ადეკვატური რეაქციები/ქმედებები განივითაროთ. გაანათლეთ საკუთარი თავი იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ქალები აწყდებიან, გათვითცნობიერდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ საზოგადოების, რელიგიური უმცირესობებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების შესახებ.

მსგავსი საკითხის შესახებ უამრავი წიგნი არსებობს, თუმცა, უმჯობესია თუ იმ მიმართულებით წახვალთ, რომელ მიმართულებასთანაც სამსახურში გაკვთ კონტაქტი. კითხვა დაგეხმარებათ უკეთესად დაამყაროთ კონტაქტი სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთან და დიალოგში მარტივად შეხვიდეთ, დასვათ უკეთესი შეკითხვები და უკეთეს გამოსავალზე დაიწყოთ ფიქრი.

გამოდით კომფორტის ზონიდან

ლიდერებს დღევანდელობაში ბევრ გამოწვევასთან უწევთ შეჭიდება. ეს გამოწვევები რასიზმთან, სექსიზმთან და უთანასწორობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავს. ამ კუთხით ლიდერები ბევრ პრობლემას აწყდებიან. ამ პრობლემების მოგვარება კი მათზე ღიად საუბრითაა შესაძლებელი, რაც არც თუ ისე მარტივი საქმეა. გამოდით კომფორტის ზონიდან და დააძალეთ საკუთარ თავს, ხმამაღლა, ყველასთვის თვალსაჩინოდ ისაუბროთ პრობლემაზე. მიეჩვიეთ იმას, რომ ვერასდროს იქნებით იდეალური, სრულიად თავისუფლად შეიძლება, დაუშვათ შეცდომა და ეს არ არის ტრაგედია.

უბრალოდ შეუდექით საქმეს

არ არსებობს ერთი რადიკალური გზა, რომელიც თქვენს კომპანიაში ინკლუზიასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგაგვარებინებთ. მაგრამ იმისთვის, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, აუცილებელია, საიდანმე დაიწყოთ.. დაწყება კი ერთგვარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, რის გარეშეც კომპანიაში არაჯანსაღი გარემო შეიქმნება. ამიტომაც, ეცადეთ გადალახოთ მორალური ბარიერები და უბრალოდ დაიმახსოვროთ, რომ არცოდნა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის.

წყარო: HBR


განხილვა