in

Getty Images და Perplexity გაერთიანდნენ — რას ნიშნავს ეს?

Lenovo
Lenovo

ერთიანი ძალებით ახლა Getty Images და Perplexity ლიცენზირებულ ვიზუალურ მასალას AI ძიების ცენტრში მოაქცევს. ახალი მრავალწლიანი გლობალური ლიცენზირების შეთანხმების საფუძველზე Perplexity Getty-ის სარედაქციო და კრეატიული სურათების ბიბლიოთეკას თავის პლატფორმაში ჩააშენებს, რითაც მომხმარებლებს ყოველი ძიებისას უფრო მსუყე ვიზუალურ შედეგებს მიაწვდის.

ეს შეთანხმება გზას უხსნის პროდუქტიულ და შემოქმედებით პარტნიორობას ჩვენს კომპანიებს შორის, სადაც ერთად ვიმუშავებთ ჩვენი კონტრიბუტორების ნამუშევრების განაწილების გაუმჯობესებაზე, ხოლო Getty Images-ის მაღალი ხარისხის შემოქმედებითი და სარედაქციო კონტენტი Perplexity-ის პლატფორმას გააძლიერებს.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, პარტნიორობის ფარგლებში Getty-ის API-ს გამოიყენებენ, რათა მაღალი ხარისხის სურათები პირდაპირ Perplexity-ის AI ინსტრუმენტებში ჩასვან. თანაც, დეტალებზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ — თითოეულ სურათს ექნება ხილული ავტორისა და წყაროს ლინკის მონაცემები, რითაც ხაზს უსვამენ კრეატორის წვლილსა და კონტენტის პასუხისმგებლობიანად გამოყენებას ციფრულ ლანდშაფტში, რომელიც ბოლო დროს უფრო და უფრო ყალიბდება AI-ის შედეგად. 

Getty Images იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ AI-ზე მომუშავე აღმიჩენების მომავალი კონტენტის მიღმა არსებული კრეატორების პატივისცემას მოითოვს. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს პასუხების აღმოჩენაში ძლიერი ვიზუალური სთორითელინგის მეშვეობით და, ამასთან, ვუზრუნველყოფთ, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ საიდან და ვისგან მოდის ეს კონტენტი.

ასე კი იდეალური მაგალითი ხდება ინდუსტრიისთვის, აჩვენებს მათ, თუ როგორ შეიძლება მიაწოდოს AI-მ სწრაფი პასუხები კრეატორების დაჩრდილვის გარეშე. ხოლო უშუალოდ მომხმარებლებისთვის Getty Images-ისა და Perplexity-ის გაერთიანება უფრო მდიდრულ ვიზუალურ შედეგებს, შესაბამისად, უკეთეს გამოცდილებას ნიშნავს. 

არომათერაპიის პრემიუმბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

ფესტივალი „ნიკო მაღლივი“ ახალი ქუჩის არტისტების აღმოჩენას აგრძელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია