in

22 ნოემბერი – გლობალური მეწარმეობის კვირეულის

პარასკევს, 22  ნოემბერს,  19:00–ზე,  ბავშვთა და ახალგზარდობის  ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ვაჟა  ფშაველას  76 ბ)  გაიმართება გლობალური მეწარმეობის კვირეულის  პანელ  დისკუსია  დამწყები ბიზნესების მონაწილეობით 

პანელ დისკუსიის მონაწილეები:

  • ’TMC’’ ტექნოლოგიების მართვა და კონსალტინგი;
  • უნივერსიტეტი  NEW Vision ;
  • Spark Innovation;
  • KidLand;
  • Galaxy Construction;

მოდერატორები:  თინათინ ღოლაძე, გლობალური  მეწარმეობის  კვირეულის  პროექტის  დირექტორი საქართველოში

დისკუსიის თემა: ბიზნესის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება;

შეფერხების გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები, მიღებული გამოცდილება;

‘’გლობალური მეწარმეობის  კვირეული’’  არის  ყველაზე  მაშტაბური  საერთაშორისო  პროექტი, რომელიც  ორიენტირებულია start up ბიზნესებისთვის  სამეწარმეო  გარემოს  შექმნასა და განვითარებაზე.

პროექტის  მიზანია  კვირეულის  წარმომადგენელ  140  ქვეყანაში  მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები  ბიზნესების  სტიმულირება და მხარდაჭერა.

”გლობალური  მეწარმეობის კვირეული”  უკვე   მეექვსე წელია წარმატებით მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით.  წლეულს, კვირეულის  ფარგლებში 10 000 ზე მეტი  პარტნიორის მიერ  დაგეგმილია 20 000 ზე მეტი  აქტივობა.

პროექტის  ოფიციალური  წარმომადგენელი  საქართველოში არის  ’’ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი”,  რომელიც  კოორდინირებას  და  პოპულარიზაციას უწევს  პროექტს  ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში ეს პროექტი უკვე მეორედ იმართება. 18–24  ნოემბერის  ჩათვლით  15 მდე  პარტნიორის მიერ დაგეგმილია  30 მდე  აქტივობა თბილისის,  აჭარის, იმერეთისა და რაჭის  რეგიონებში.

”გლობალური  მეწარმეობის  კვირეული  2013”  ის  სპონსორია  ”ალიანს  ჯგუფი  კაპიტალი”.

მელანქოლია და გამარჯვება ერთად! – ყველაზე ირლანდიური რეკლამა

მოშინაურებული მარტორქა

რა კავშირია ვარდისფერი წყალქვეშა ნავს, მოშინაურებულ მარტორქასა და ეშმაკის ბორბალზე გამოსახულ სპირალს შორის!