in

GEX – ქართული კრიპტო ბირჟა საერთაშორისო ასპარეზზე

ქართველ კრიპტო ტრეიდერებსა და ენთუზიასტებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების ქართული კრიპტო ბირჟის გამოჩენა. GEX.ge-ზე მომხმარებელს არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარშიც შეეძლება ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.

ამასთან, GEX.ge საშუალებას იძლევა მარტივად, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იყიდოთ და გაყიდოთ სასურველი კრიპტოვალუტა ან განახორციელოთ რთული სავაჭრო ალგორითმები, Market და Limit დავალებების გამოყენებით.

ქართული ბირჟის მთავარ უპირატესობათაგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს რეგიონში ყველაზე მაღალი ლიკვიდობა, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სავაჭრო გარემო, ვერიფიცირების სწრაფი პროცესი და დაბალი საკომისიოები.

უფრო დეტალურად, GEX-ის შესახებ მის აღმასრულებელ დირექტორს, ხვიჩა კოპინაძეს გავესაუბრეთ:

M: მოკლედ გვიამბეთ, GEX-ის შესახებ – როდიდან ოპერირებს ბაზარზე და საიდან წამოვიდა მისი შექმნის იდეა?

ყოველდღიურად მატულობს ადამიანების დაინტერესება ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ, თუმცა მათზე წვდომა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მომხმარებლები შეძლებდნენ ლარის ან დოლარის საშუალებით (VISA/Mastercard ბარათითა თუ საბანკო გადარიცხვებით) სწრაფი სარეგისტრაციო ფორმის გავლის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტებით ევაჭრათ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ სისწრაფეს და თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისს.

M: დეტალურად მოგვიყევით, რას სთავაზობს GEX მომხმარებლებს და როგორ ხდება მისი პროდუქტის გამოყენება?

გაინტერესებთ კრიპტოვალუტა, გაქვთ გარკვეული დანაზოგი და ფიქრობთ ინვესტირებას? მაშინ GEX თქვენთვისაა. თუ გსურთ ფასის ცვლილებაზე ივაჭროთ, მაშინ რეგისტრაციის გავლიდან, სულ რაღაც ერთ სამუშაო დღეში თქვენ გახდებით ჩვენი პლატფორმის ვერიფიცირებული მომხმარებელი და შეძლებთ ეროვნული თუ უცხოური ვალუტის გამოყენებით შეასრულოთ თქვენი მიზნები – საინვესტიციო თუ სავაჭრო.

M: როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა გააჩნია GEX-ს სხვა კრიპტო ბირჟებისგან განსხვავებით?

პირველი – ლარით ვაჭრობის შესაძლებლობა. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ როგორც აშშ დოლარში, ისე ეროვნული ვალუტის გამოყენებით.

მეორე – სწრაფი ვერიფიცირება. მომხმარებელი პასუხს ვერიფიცირებაზე რეგისტრაციის ფორმის შევსებიდან, მაქსიმუმ ერთ დღეში იღებს.

მესამე – კრიპტოვალუტების ფართო არჩევანი. ბიტკოინსა და სხვა მსხვილ კრიპტოვალუტებთან ერთად, GEX მომხმარებელს აძლევს ისეთი სტაბილური კოინებით ვაჭრობის საშუალებას, როგორიცაა USDT.

მეოთხე – ბირჟის სიმარტივე. GEX-ის ვებ-გარემოს შექმნაზე მუშაობდნენ წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან. შედეგად, მივიღეთ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული, ინტუიტიური ინტერფეისი და მოქნილი სავაჭრო გარემო.

მეხუთე – ყველაზე მაღალი ლიკვიდობა რეგიონში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ GEX-ს აქვს ყველაზე მაღალი ლიკვიდობა რეგიონში, რაც განაპირობებს გარიგებების სწრაფ და გარანტირებულ შესრულებას. საერთო ჯამში მივიღეთ პროდუქტი, რომელიც არის ერთდროულად მარტივი და მრავალფუნქციური.

და კიდევ ერთ ფაქტი: მომხმარებელს შეუძლია GEX-იდან ფულის გატანა სწრაფად როგორც VISA/Mastercard ბარათების, ასევე საბანკო გადარიცხვების გამოყენებით. ეს ჩვენს პროდუქტს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

M: თქვენი შეფასებით, ზოგადად დღეს რა მდგომარეობაა ამ სფეროში ქართულ ბაზარზე და სხვა მოთამაშეები ვინ არიან?

საქართველოში ხდება დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტის გამომუშავება. ჯერ კიდევ წლების წინ, ჩვენი ქვეყანა დასახელდა ერთ-ერთ მოწინავედ კრიპტო-მაინინგ ინდუსტრიაში. შესაბამისად, ამ სფეროთი დაინტერესება სწრაფად იზრდება. რაც შეეხება ქართულ კრიპტო ბაზარს, ფუნქციონირებს რამდენიმე სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი კომპანია. თუმცა მჯერა, რომ GEX-ის გამოჩენა ცვლილებებს შემოიტანს ბაზარზე და აწევს არსებულ სტანდარტებს.

M: მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ..

საქართველოსთან ერთად, ჩვენი გეგმები უკავშირდება მეზობელ ქვეყნებს. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენს ბირჟას არ აქვს ანალოგი რეგიონში. მეამაყება, რომ GEX-ს წარმოვადგენ, რადგან სწორედ ამ ქართულ პროდუქტს აქვს პოტენციალი, მაქსიმალურად აითვისოს რეგიონის კრიპტოსავალუტო ბაზარი.

 

[R]

ქართული „ელექსირი“ საერთაშორისო მასშტაბით დაცული სავაჭრო ნიშანი გახდა

Yandex გახდა Yandex Go