საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს. ნაკრები ახალ გეზს იღებს – განახლებული ფილოსოფიითა და ბრენდ პლატფორმით. იცვლება ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფეხბურთელები საკუთარი, უნიკალური დიზაინის ფორმებით ითამაშებენ.
ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი: ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
ივნისში ერთა ლიგის გათამაშების ახალი ეტაპი იწყება. გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდისთვის სანაკრებო გუნდებს განახლებული ფილოსოფიითა და იდენტობით ეთამაშათ, რაც დამატებითი მოტივაცია იქნებოდა ასეთ საპასუხიმგებლო მომენტში.
ნაკრებმა, როგორც ბრენდმა, სრული ტრანსფორმაცია განიცადა სტრატეგიული და ვიზუალური იდენტობის განახლებით.
სამუშაო პროცესი ხანგრძლივი იყო, რომლის ფარგლებში პარტნიორ საკომუნიკაციო სააგენტო “ვინდფორსთან” ვითანაშრომლეთ. მიზნად საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულება დავისახეთ – ახალ ბრენდს უნდა წარმოეჩინა ეროვნული სულისკვეთება, ატრიბუტიკა – გერბი, დროშა და ამასთან ერთად ყოფილიყო ახალი და თანამედროვე.
თათა ბურდული, სფფ-ის ბრენდ დირექტორი: ეროვნული საფეხბურთო გუნდების ერთიანი ბრენდ პლატფორმის შექმნის ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის.
დამეთანხმებით, ნაკრების მიმართ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული ემოციური ბმა და კუთვნილების გრძნობა გააჩნია. ნაკრები მთელი ერის, თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ ინტერესიც, ბუნებრივია, მაღალია. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიზნად დავისახეთ, პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამავე დროს განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვს ჩვენგან.
ერთის მხრივ საზოგადოების მაღალი ემოციური კავშირი ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც ბრენდის მნიშვნელოვან კაპიტალს წარმოადგენს, მეორეს მხრივ კი თავად ნაკრებში მიმდინარე პოზიტიური სიახლეები გახდა მიზეზი ამ დიდი, ფუნდამენტური ცვლილებებისა რომლის მონაწილენიც ახლა ვართ.
გასული წლის ბოლოს ახალ ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ ბრენდ “მაკრონთან” გავაფორმეთ შეთანხმება, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენი გუნდისთვის უნიკალური დიზაინის სათამაშო ფორმა შეგვექმნა. ნაკრების მთავარი სპორტული ატრიბუტის, სათამაშო ფორმის შექმნის იდეით დაწყებული ცვლილებების ჯაჭვი სრულიად ახალი ბრენდის შექმნის პროცესად იქცა.
ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო “ვინდფორსმა” იმუშავა.
მარიამ გოგოძე, ექაუნთ მენეჯერი: ამ მასშტაბის ბრენდზე მუშაობა, ცხადია, დიდი იშვიათობა და უდიდესი პასუხისმგებლობაა. სამუშაო პროცესში ბევრი მხარე იყო ჩართული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები თუ ჟურნალისტები – ყველა, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს და გული შესტკივა. ჩართულ მხარეებთან ერთად ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციების და ინტერვიუების შედეგად, ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა. გავაანალიზეთ პრობლემები, რომლებიც თან სდევდა ამ ბრენდს მისი დაარსების მომენტიდან დღევანდელ დღემდე და შემდეგ მათი გადაჭრის გზებზე დავიწყეთ ფიქრი.
მარიამ ჩხაიძე, სტრატეგი: იმისთვის, რომ თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში სათანადო ადგილი დაიკავო, გამართული ბრენდ პლატფორმის არსებობა აუცილებელი პირობაა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქვეყნის ყველაზე დიდი ბრენდია. მთავარი, რაც მუშაობისას გამოიკვეთა, ბრენდის მყარი იდეოლოგიური საფუძვლის შექმნის საჭიროება იყო – ის, რაც მას დაარსების დღიდან აკლდა.
ვატო ქავთარაძე, კრეატიული დირექტორი: ქართული ფეხბურთი, როგორც ბრენდი, საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ეს ეპოქა დასრულდა და ჩვენმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებელი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნა, რომელზეც შემდეგ მთელი დარგი და სამოქმედო სისტემა დაშენდებოდა. ჩვენ უბრალოდ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და, Შესაბამისად, დღემდე ექოსავით მოგვყვება პრაქტიკულად ყველა ის მანკიერი და დრომოჭმული სააზროვნო მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემას ახასიათებდა.
უმთავრესი და ყველაზე დესტრუქციული, რაც იმ ეპოქას ახლდა, იყო კოლექტივიზმი – სადაც ინდივიდები, მათი შესაძლებლობების მიუხედავად, ხელოვნურად თანაბრდებოდენ ერთმანეთთან. Სისტემა მთლიანად შეზღუდვებზე, ლიმიტებზე და იერარქიულ შიშზე იყო აგებული. ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენ თავისუფალი სამყაროსგან გვყოფდა, ისეთ ჩარჩოებს ქმნიდა ჩვენ ცნობიერებაში, რომლებიც ამ სამყაროსთან ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუძლებელს ხდიდა – მას შემდეგაც კი, რაც ეს ფარდა ჩამოიშალა.
ამიტომ, ამ კოლექტივიზმისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, ჩვენ მას ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ
– სწორედ ის, რაზეც დასავლურ ცივილიზაცია დგას და რაც განასხვავებს მას საბჭოურისგან.
ახალი ბრენდ პლატფორმის მთავარი ქვაკუთხედი ინდივიდია – ინდივიდი, რომელსაც აქვს უნარი თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მუდმივი თვითგანვითარების რეჟიმში წარმართოს თავის ცხოვრება და სპორტული კარიერა.
მხოლოდ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარ ერთობას აქვს შანსი აქციოს ეროვნული ნაკრები კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.
შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობაც.
ნათია კვარაცხელია, დიზაინ დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ბრენდის ვიზუალური იდენტობა ბრენდის არსის, ხედვისა და მისიის ვიზუალური რეპრეზენტაციაა.
ეროვნული ნაკრების ბრენდის არსი მუდმივი თვითგანვითარებაა – საკუთარი თავის ყოველდღიური გამოწვევით, შინაგანი ძალის მიგნებით და გაძლიერებით.
ბრენდის არქერტიპი კი გმირია – ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და ამ მიზანდასახულობით სხვებსაც შთააგონებს.
ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად საქართველოს გერბზეა გამოსახული – წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა.
სიმბოლოს ფორმირებას არაერთი კონსულტაცია მიუძღვოდა წინ, თავად ჰერალდიკაშიც “თეთრი გიორგი” გამოსახულია როგორც საერო გმირი, პერსონაჟი და არა როგორც რელიგიური ფიგურა. მეორეს მხრივ, სახელმწიფო გერბის ადაპტაციას ხშირად ვხვდებით უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული ნაკრების სიმბოლიკაში.
ჩვენს შემთხვევაში, სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა – ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად.
სიმბოლოს მოყვა ვიზუალური სტილიც.
მასში გამოყენებული უნიკალური “პატერნი” ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან.
ბექა მეფარიშვილი, აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: “მე ვარ საქართველო” – ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს.
ამ ფრაზას, ერთის მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს, მეორეს მხრივ, ამბობს ფეხბურთელი (ისევე, როგორც ნებისმიერი ამ საქმეში ჩართული ინდივიდი), რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს.
და ბოლოს, შეიცვალა საფეხბურთო ნაკრების ფორმების დიზაინიც.
თეონა შელია, სინიორ არტ დირექტორი: ვიზუალური იდენტობის მიხედვით შეიქმნა სამი განსხვავებული ფორმა (საშინაო, საგარეო და მესამე), რომლებიც ირეკლავს ბრენდის ახალ ფილოსოფიას, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს, აძლიერებს ნაკრებს, როგორც ბრენდს და გულშემატკივრებს ახალ, ეროვნულ სიმბოლიკასთან შესაბამისობაში მყოფ ვიზუალურ გადაწყვეტას სთავაზობს.
სოფი ივანიშვილი, კრეატიული ქოფირაითერი: მაისურზე, გარდა ბრენდის სლოგანისა “მე ვარ საქართველო”, უცხო თვალისთვის დაფარულად, მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, განთავსებულია ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა – “ძალა ჩემშია”, რომელიც ეხმიანება ქვეყნის დევიზს “ძალა ერთობაშია” და თითქოს რეალურ მნიშვნელობას უბრუნებს მას – ძალა არა უბრალოდ ერთობაში, არამედ სინამდვილეში მხოლოდ ძლიერი ინდივიდების ერთობაშია.
საბოლოო ჯამში, ზემოთხსენებული სიახლეები საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აქცევს თანამედროვე ბრენდად, რომელსაც აქვს ახალი იდეა, ხედვა, მიზნები და ღირებულებები, რომელიც თავისუფალია წარსული წარუმატებლობებისგან და მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული.
დარწმუნებულები ვართ, ეს მას სპორტული შედეგების გაუმჯობესებაშიც დაეხმარება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს მის ისტორიას.
Client: Georgian Football Federation
President: Levan Kobiashvili
Vice President: Alexander Iashvili
Brand Director: Tata Burduli
Strategic Communication Manager: Tamar Kapanadze
National Team Press Officer: Otar Giorgadze
Agency: Windfor’s
Creative Chairman: Vato Kavtaradze
Executive Creative Director: Beqa Meparishvili
Senior Art Director: Teona Shelia
Copywriter: Sophie Ivanishvili
Creative Project Manager: Levan Gvinianidze
Senior Account Manager: Mariam Gogodze
Lead Strategist: Mariam Chkhaidze
Creative Team: Nino Gordeladze, Mari Sukhishvili, Luka Makharoblishvili
Director: Dato Borchkhadze
DoP: Giorgi Shvelidze
Production Company: Metro Production
Executive Producer: Sandro Gabilaia
Head of Production: Maia Gurabanidze
Producer: Masho Tevdorashvili
Production Manager: Tato Pantsulaia
1st AD: Sopo Parjiani
2nd AD: Nini Iashvili
Technical Director / Camera AC: Guram Mosikashvili
Unit Manager: Merabo Rostomashvili
Production Coordinator: Pikria Kikodze
PA: Teko Gurabanidze
Casting Director: Tina Khizanishvili
Casting Assistant: Giorgi Ninikashvili
Location Manager: Achi Kevlishvili
Location Manager Assistant: Natia Chomakhidze
Transportation: Davit Peradze, Davit Maghlakelidze
Set Manager: Koka Chkhaidze
Set PA: Irakli Kakabadze
Financial Manager: Tamar Lashkhidze
Production Designer: Slow Pulse – Giorgi Karalashvili, Mariam Iakobashvili
Art Department: District 9 Productions – Dato Daraselia (Darasa), Nino Daraselia, Sulo Sturua, Nukri Nairashvili, Ketevan Nozadze, Teimuraz Janezashvili, Jimi Rekhviashvili, Dato Chalatashvili
Football Choreographer: Lasha Namoradze
MU: Salome Zakaraia
MU Assistant: Meri Nakashidze
Stylist: Ika Bobokhidze
Stylist Assistants: Ana Pailodze, Elene Gabilaia
Playback: Koba Rostiashvili
Focus Puller: Manu Elijarashvili
Camera AC: Levan Zaridze
Dolly/Rail: Giorgi Zakaidze, Dimitri Zakaidze
Steadicam: Merab Kiknadze
Gaffer: Mishka Saganelidze
Drone: Zura Kartvelishvili, Skytech
Body Mount: Levan Iremashvili
SFX: Sergo Bregvadze, Aleksandre Gvasalia
Making of: Любовь Плосконосова 🇺🇦, Nikoloz Verdzadze
Anthem: Achiko Guledani, Beka Japaridze Shukvani
Post-Production Producer: Buro
Sound and music by Postred
VO: Nika Kvekveskiri, Masho Tevdorashvili, Temuriko Diasamidze
Visual Effects: Highway VFX
CGI: Metrograph, Anzor Akhobadze
CC: UPP Prague Pavel
Special Thanks to:
Heima Production
Giorgi Sharashidze
Giorgi Jaiani
1TV
National Archive
[პარტნიორის კონტენტი]