in

ღეროვანი უჯრედების გადანერგვით პაციენტებს მხედველობა აღუდგინეს! — კვლევა

ამბავი ასეთია — ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციამ დაზიანებული რქოვანას მქონე სამი ადამიანის ბუნდოვანი ხედვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კლინიკური ცდა იაპონიაში ჩატარდა და იგი ამგვარ პირველ შემთხვევას ასახავს ისტორიაში. ასევე, მნიშვნელოვან წინსვლასაც გვაჩვენებს ღეროვანი უჯრედების კვლევის საკითხში — ოპერაციიდან 2 წლის შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები არ გამოვლენილა და გარედან დაკვირვების შედეგად, სამივე რქოვანა იმაზე გამჭვირვალედ გამოიყურება, ვიდრე მანამდე იყო.

M2
M2

კვლევაში სულ 4 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ყველას LSCD აღენიშნებოდა, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ლიმბალური ღეროვანი უჯრედების დეფიციტი.

წარმოიდგინეთ, რომ რქოვანა თვალის წინა ნაწილში არსებული გამჭვირვალე ფანჯარაა, ხოლო ე. წ. ლიმბუსი, რომელიც რქოვანასა და სკლერას შორისაა მოთავსებული, მინის დაჭერაზეა პასუხისმგებელი. ეს ჩარჩო ღეროვანი უჯრედების დიდ მარაგს შეიცავს, რომელსაც შეუძლია, რქოვანაში არსებული ნებისმიერი დაზიანებული თუ გაცვეთილი ერთეული აღადგინოს ზუსტად ისე, როგორც ამას საქარე მინები აკეთებს — დროის გასვლასთან ერთად, მით უფრო წმენდს მინას ნისლისგან და ნაკლებად ბუნდოვანია გამოსახულებაც.

თანამედროვე მედიცინაში კი, როცა პაციენტს LSCD მხოლოდ ერთ თვალში აღენიშნება, მას შეუძლია ქირურგიულ ჩარევას მიმართოს და იგი მეორე თვალის ჯანსაღი რქოვანას ნაჭრით ჩაანაცვლოს. თუმცა როცა ეს ორივე თვალზე ვრცელდება, დონორი ხდება საჭირო — მსოფლიოს მასშტაბით LSCD-ის მქონე 12.7 მილიონი ადამიანი არსებობს, თუმცა ტრანსპლანტაციას 70-დან მხოლოდ ერთი თუ ახერხებს. ამ შემთხვევაშიც გარანტია არ აქვთ და სწორედ აქ იკვეთება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დიდი პოტენციალი. 

გასულ წელს ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ლიმბური ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს 2 პაციენტში ხედვის აღსადგენად, ახლა კი იაპონელი მკვლევრებისგან ვიგებთ, რომ მათ მხედველობის გასაუმჯობესებლად iPSC-ებს მიმართეს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელი სისხლის უჯრედებიდან მიიღება. უფრო ზუსტად, ლაბორატორიაში iPSC-ები რქოვანას ეპითელური უჯრედების ფურცლებში (iCEPS) გაახვიეს, რომლებიც პაციენტების რქოვანაზე გადაიტანეს მას შემდეგ, რაც მას დაზიანებული ქსოვილი მოაშორეს. ბოლოს კი დამცავი კონტაქტური ლინზით დაფარეს.

გადანერგვიდან 7 თვის შემდეგ ოთხივე პაციენტს გაუუმჯობესდა ხედვა. საუკეთესო შედეგები იყო 44 წლის ქალსა და 66 წლის კაცის შემთხვევაში. თუმცა დანარჩენი ორი პაციენტის ნაკლებ გაუმჯობესებას იმუნურ პასუხს მიაწერენ. მართალია, საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებია, მაგრამ მსგავსი ექსპერიმენტები ჯერ მაინც დიდ საფრთხეებს უკავშირდება.

ჩვენი ინფორმაციით ეს კვლევა პირველია, რომელშიც iPSC-ების მქონე უჯრედული კონსტრუქციები აღვწერეთ… და იგი LSCD-ის მქონე პაციენტებისთვის პოტენციურ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს, — აცხადებს Osaka University Hospital-ის მკვლევართა გუნდი.

პრევიკურ ენერჯი – ინოვაციური ფუნგიციდი თქვენი ჯანსაღი მოსავლისთვის

„მუსიკაში ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი ინტუიციის ნდობაა” – Sophie Villy