in

ღეროვანი უჯრედებით ახალგაზრდა ქალი დიაბეტისგან განკურნეს — ექსპერიმენტი

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს დაავადებისგან განკურნება ამ ეტაპისთვის არ შეუძლიათ, ერთადერთი ვარიანტი მათთვის ინსულინით, ჯანსაღი კვებითა და ვარჯიშით შაქრის დონის კონტროლია. თუმცა, შესაძლოა, ჩინეთში მომხდარმა ამბავმა მათ განკურნების უნივერსალური გზა შესთავაზოს — ახალგაზრდა ქალს ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და მან ინსულინის გამომუშავება ბუნებრივად შეძლო!

M2
M2

უფრო ზუსტად, 2023 წლის ივნისში ექიმებმა 1.5 მილიონი ინსულინის მწარმოებელი უჯრედის ეკვივალენტი შეიყვანეს ახალგაზრდა ქალის მუცლის კუნთში. ეს უჯრედები კი ფრთხილად იყო გადაპროგრამებული თავისსავე ღეროვანი უჯრედებიდან. 2-ნახევარი თვის შემდეგ, ქალის დამოკიდებულება ინსულინზე დასრულდა, შესაბამისად, მისი გრძელვადიანი, რთულად საკონტროლებელი დიაბეტიც. ტრანსპლანტაციიდან 4 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მის სხეულს უკვე საკმარისი ინსულინის წარმოება შეეძლო იმისათვის, რომ სისხლში შაქრის დონე თავადვე ეკონტროლებინა დღის 98%-ზე მეტი ხნის განმავლობაში. 

ხოლო, თუ ეს პაციენტი მომდევნო წლებშიც ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ინსულინს, უკვე უფრო თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ის განიკურნა — ეს კი სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი პირველი შემთხვევა იქნება. 

შესანიშნავია… თუ სხვა პაციენტებზეც შევძლებთ იმავეს გაკეთებას, ეს საოცარი იქნება, — აცხადებს დაისუკე იაბე, დიაბეტის მკვლევარი. 

მეტიც, მეცნიერები ცდების ჩატარებას ახალ პაციენტებზე უკვე გეგმავენ. თანაც ისინი სრულიად ახალ გზას გვთავაზობენ, რომელზეც კონტროლი, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, თავად აქვთ. მათ ღეროვან უჯრედებში ცილების შეყვანის მაგივრად, რაც მრავალ ცვლილებას იწვევს, მოზარდის უჯრედები ხელახლა დააპროგრამეს და მცირე მოლეკულების გამოყენებით პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები შექმნეს. 

ამ ტექნიკით კლინიკური ცდების ადამიანებზე ჩატარების უფლება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ისინი თაგვებსა და პრიმატებზე წარმატებულად და უსაფრთხოდ გამოცადეს. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე სამი ადამიანი ელოდება თავის რიგს. მათ შორის ერთ-ერთია 26 წლის ქალი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი 14 წლის ასაკში დაუსვეს. ამჯერად კი მასში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები წარმატებით მუშაობს.

მთლიანობაში ეს აღმოჩენები მხარს უჭერს ამ მიმართულებით კლინიკური კვლევების ჩატარებას და წინგადადგმული ნაბიჯია პოტენციურად პერსონალიზებული უჯრედული თერაპიით დაავადების სამკურნალოდ, — ვკითხულობ კვლევაში

ბაზისბანკი – 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორაციული ბანკი საქართველოში

ლიბერთის სოციალურ პროექტებს მარკეტების ქსელი „გვირილა” შეუერთდა