in

ახალი სატელიტი კოსმოსიდან კონკრეტული ქარხნების CO2-ის ემისიებს გაზომავს!

ეს შორი მომავალი არ გეგონოთ, GHGSat-ის ახალი სატელიტი უკვე კოსმოსშია! თანაც, როგორც ამბობენ, პირველია, რომელსაც კონკრეტული ელექტროსადგურის ან ქარხნების CO2-ის გაზომვა ზუსტად შეუძლია. კომპანიებს კი მონაცემების ყიდვის საშუალება ექნებათ, რათა თავიანთი ემისიების გამოთვლები დაადასტურონ. ხოლო თეორიულად, იპოვონ ახალი გზები მათ შესამცირებლად. მთავრობები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი შეძლებენ ამ მონაცემების ყიდვას დაფარული ემისიების გამოსავლენად — ჩვენ ველით, რომ ვიპოვით ცდომილებას იმას შორის, რასაც გვეუბნებიან და რაც რეალურად ხდება

M2
M2

აი, რაც შეეხება NASA-სა და ESA-ს სატელიტებს, მათ CO2-ის გლობალური მაჩვენებლების შემოთავაზება შეუძლია. შესაბამისად, ინდივიდუალური ლოკაციებიდან ინფორმაციებს ვერ გვაწვდის. კიდევ ერთი პროექტი ClimateTrace-ია, რომელიც ემისიების წყაროების საპოვნელად სატელიტებსა და სხვა დისტანციური მართვის სენსორებს იყენებს, შემდეგ კი ობიექტის ზომისა და სხვა ფაქტორების მიხედვით აფასებს მას. თუმცა GHGSat მაინც პირველია მათ შორის, რომელიც კონკრეტული ადგილის ემისიებს გაზომავს. თუმცა ამ ეტაპისთვის ტექნოლოგიის გამოცდა ხდება, შემდეგ კი დაფარვას უფრო მეტი თანამგზავრით გაზრდის.

კომპანიას, სხვებთან ერთად, უკვე აქვს სენსორები ორბიტაზე, რომლებსაც მეთანისა და პოტენციური სათბურის აირების დადგენა შეუძლია. ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიები სწორედ ამ მონაცემებს იყენებს დიდი გაჟონვების საპოვნელად თუ დასაფიქსირებლად.

ზოგიერთ შემთხვევაში მათ ასობით ათასი აღჭურვილობა და დანადგარი აქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა იმის გამო, რომ თითოეულ ქარხანაში არ არის ტექნოლოგია, რომლითაც გაჟონვას დააფიქსირებენ, მათ დახმარება სჭირდებათ, რათა ეს რაც შეიძლება სწრაფად აღმოაჩინონ, — განმარტავს სტეფან გერმაინი, GHGSat-ის დამფუძნებელი.

ბოლო ორ წელში კი, როგორც გვეუბნებიან, კომპანიის მონაცემები 5 მილიონი ტონა CO2-ის ემისიების ეკვივალენტის შემცირებაში დაეხმარათ. თანაც, მეთანი ძალიან ძლიერი აირია — მოკლე ვადებში დაახლოებით 80-ჯერ მეთ სითბოს იჭერს, ვიდრე CO2. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ გაჟონვის წყაროს დადგენა კლიმატისთვის დაუყოვნებლივი სარგებლის მომტანი იქნება. ხოლო, როცა თანამგზავრის დახმარებით კომპანიებს უკვე CO2-ის ემისიების დადგენაც შეეძლება, ისინი სხვა ცვლილებებსაც შეამჩნევენ და იმის განსაზღვრაც მოუწევთ, თუ რას მიანიჭონ პრიორიტეტი. 

სიურპრიზებიც იქნება. განსხვავებული საერთო ოდენობები და მაგნიტუდები, წყაროების განსხვავებულად განაწილება. შესაძლოა, კონკრეტული პროცესები აღმოაჩინოთ ან კონკრეტული ქარხნები, რომელთაც დიდი ცდომილებები ექნებათ და რომელზეც პირველი უნდა ფოკუსირდეთ, — აცხადებს გერმაინი. 

მართალია, ჯერ გუნდი დაბინძურების ფიქსირებული წყაროებით, ანუ ქარხნებით იწყებს მუშაობას, მაგრამ ეს ტექნოლოგია სატვირთო გემებისა თუ თვითმფრინავების სათბურის აირების გაზომვისთვისაც გამოდგება…

ყველაფერი, რაც მომხმარებელს უნდა – Audi-ს ახალი გეგმა

PANTONE-მა ფერების კუთხით წლის საუკეთესო დიზაინი გამოავლინა