in

როგორი იქნებოდა სტუდია Ghibli-ს ინტერიერი რეალურ ცხოვრებაში?

პროექტზე HouseholdQuotes.co.uk-მა იმუშავა

სტუდია Ghibli განთქმულია დახვეწილი სტილით, რომელსაც დიდ ეკრანზე ყველაზე დეტალურად შექმნილი ინტერიერები შემოაქვს. ეს იაპონური სრულმეტრაჟიანი ანიმაციები რამდენიმე ყველაზე განსაცვიფრებელ ინტერიერს მოიცავს და ალბათ, არაერთხელ გინატრიათ იმ სივრცეში ყოფნაზე…

თუ ოდესმე წარმოგიდგენთ, როგორ გამოიყურება ანიმაციური ინტერიერები რეალურ ცხოვრებაში, HouseholdQuotes.co.uk-ის პროექტი თქვენს წარმოსახვას კიდევ უფრო გააფართოებს. იგი მიზნად ისახავს, ინტერიერის დიზაინერები ამ საკულტო ვიზუალებით შთააგონოს. მათ შორისაა არიეტის საძინებელი (არიეტის საიდუმლო სამყარო, 2010); ზენიბას სამზარეულო (მოჩვენებების მიერ გატაცებული, 2001); ჰოულის აბაზანა (ჰოულის მოსიარულე კოშკი, 2004); ანას საძინებელი (როდესაც იქ მარნი იყო, 2014); კატების ბიურო (კატა ბრუნდება, 2002).

 

G-SHOCK – პირველი შოკგამძლე საათის ისტორია

გერმანული თავშესაფარი Tinder-ზე ცხოველთა პროფილებს ქმნის!