სულ გვეჩქარება, სადღაც გვაგვიანდება, ვმუშაობთ, მაგრამ ვერაფერს ვასწრებთ, მიზნებს ვაღწევთ, მაგრამ კმაყოფილებას ვერ ვგრძნობთ, სიამოვნებები საქმედ გვექცა, საქმე — ტვირთად, overthinking — ლექსიკონისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად.
ნაცნობი შეგრძნებებია? თუ ამ კითხვაზე პასუხია კი, მაშინ 1000 წუთი ის ღონისძიებაა, სადაც უნდა იყო.
ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის ყოველდღიური გამოწვევებით ინსპირირებულ ღონისძიებას, რომელიც სხვადასხვა ვორქშოპს, სპიკერსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს 9 ივლისს, კვირას ბაზალეთის ტბასთან მდებარე ახალგახსნილი სივრცე რელიეფი ბაზალეთზე უმასპინძლებს.
1000 წუთი
დღე-ღამეში სულ 24 საათი გვაქვს. ანუ 1440 წუთი ყველაფრისთვის. აქედან 440 წუთი ძილისთვისაა.
ჩვენც 1000 წუთის იმედზე ვრჩებით და ვცდილობთ, მთელი ცხოვრება ამ წუთებში ჩავტიოთ — სამსახური, სოციალური კავშირები, ოჯახი, ფიქრი, დასვენება, ჭამა, საცობი, ტაქსის ლოდინი.
როგორ ვასწრებთ ცხოვრებას? ან ვასწრებთ კი? და თუ კი, რის ფასად გვიჯდება? ღონისძიების მიზანი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა და რეფლექსიაა.
6 საათიდან ზაზა ფაჩულია, შოთა არველაძე, ივა ფეზუაშვილი, მებო ნუცუბიძე, აჩიკო გულედანი, უჩა აბაშიძე, რუსუდან გოცირიძე, ფსიქოლოგები, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ციფრული სფეროს პროფესიონალები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან და საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ციფრული ეპოქის გამოწვევებთან დაკავშირებით.
ღონისძიების დეტალების სანახავად, შეგიძლიათ ფეისბუქ ივენთის ლინკს ესტუმროთ, ხოლო ბილეთების შეძენას ამ ბმულზე შეძლებთ.
ღონისძიების პარტნიორები არიან: Demlab, Studio 54, ნორვეგიის საელჩო, UNDP, Setanta Sports, SMH Sports, ალმა, Cavea +, apeople, Marketing Hub, Greenish Studio, Heima Production, ფავორიტი, კოლორ ჯგუფი, ჰოლოგრაფ ჰაბი, სულაკაურის გამომცემლობა, Gepherrini, BCA Healthy Club, Fitpass, ნაბეღლავი, St Remy, Monkey Shoulder, ტაატი, იულიუსი, Redbull, IZIPIZI, Giggles, ბალიში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბარამბო, Delfy, TKT.ge.
ეს არ არის ღონისძიება, რომელზე ყოფნაც უნდა მოასწრო.
ეს არის ღონისძიება, რომელზეც უნდა იყო.
[პარტნიორის კონტენტი]