in

ღორები, რომლებიც ვიდეო თამაშებით ერთობიან!

ჩვენი წარმოდგენები ცხოველების ინტელექტის შესახებ ფართოვდება

წარმოიდგინეთ ოთხი ღორი, რომელიც ძაღლის საჭმლის მისაღებად ვიდეო თამაშებს ჯოისტიკით თამაშობს. მკლევრებმა გოჭების კომპიუტერულ თამაშებში ჩართვა 90-იანი წლების ბოლოს გადაწყვიტეს და ახლახან გაირკვა, რომ მიუხედავად გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვებისა, მათ შეუძლიათ მარტივი კომპიუტერული თამაშების გაგება და სასურველი მიზნის მიღწევა.

ახალი კვლევა დაახლოებით 20 წლიანი შრომის ნაყოფია, რომელშიც ორი ჯიშის ღორები იღებდნენ მონაწილეობას – იორკშირისა და პანეპინტოს. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს საკმაოდ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად აქვთ ღორებს გარკვეული კონცეპტუალური გაგება და იმის მიხვედრის უნარი, რას ითხოვენ მათგან.

“ისინი ითხოვენ ვიდეო თამაშებს. მათ სურთ, პირველები იყვნენ” – ჯერ კიდევ 1997 წელს ამბობდა მკლევარი სტენლი კურტისი.

რა თქმა უნდა, ღორს ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ჯოისტიკის სამოძრაოდ მხოლოდ პირის ღრუ უნდა გამოეყენებინათ. ასევე, გასათვალისწინებელი იყო მათი ხედვის მანძილი. როგორც ჩანს, ისინი შორსმხედველები არიან და ამიტომაც, ეკრანები ოპტიმალურ მანძილზე მოათავსეს. იორკშირის ღორებს დამატებით სხვა შეზღუდვაც ჰქონდათ, რაც მათ სწრაფ დაღლას და ფეხზე დიდხანს ვერ დგომას გულისხმობს.

“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად ხედავდნენ ღორებ ეკრანს ან მართავენ ჯოისტიკს, მათ კარგად გააცნობიერეს კავშირი საკუთარ ქცევას, ჯოისტკსა და ეკრანთან მიმართებით” – ამბობს ნეირომეცნიერი ლორი მარინო.

ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კვლევის ფარგლებში ღორებმა თვითრეგულირება გამოიჩინეს, რაც ერთგვარი გაცნობიერებაა იმისა, თუ რამდენად დიდ განსხვავებას ქმნის საკუთარი ქმედებები.

როგორც მკლევრები ამბობენ, ღორს შესაძლოა, პრიმატის მკვრივი თითები არ ჰქონდეს, მაგრამ, შემეცნებითი თვალსაზრისით, ისინი მყარად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

როგორ ზრუნავს CIU სტუდენტთა დასაქმებაზე?!

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 2020 წელს აჯამებს