in

მეცნიერებმა ღორებში ადამიანის მსგავსი კბილები გაზარდეს — მალე ხელოვნურ იმპლანტს დავემშვიდობებით

ამბავი ასეთია: Tufts University-ის მკვლევრებმა ადამიანის მსგავსი კბილები მინიატიურულ ღორებში წარმატებით გაზარდეს, რაც პოტენციურად ადამიანების კბილების ჩამნაცვლებლად შეიძლება, გამოიყენონ. განსხვავებით ტრადიციული სტომატოლოგიური იმპლანტებისგან, რომელსაც ფიქსაციისთვის ტიტანის კონსტრუქცია სჭირდება, ეს ბიოინჟინრული კბილები ცოცხალი უჯრედებიდან ვითარდება და მეტად ბუნებრივ თუ ფუნქციურ ალტერნატივას გვთავაზობს.

M2
M2

ექსპერიმენტი ექვს 2 წლის მინი ღორში ადამიანისა და ღორის კბილის უჯრედების გადანერგვას მოიცავდა. ამ გადანერგილმა უჯრედებმა კბილის მსგავსი სტრუქტურები ჩამოაყალიბა დენტინისა და ცემენტის ხილული შრეებით — ზუსტად იმ მასალებით, რომლებსაც ბუნებრივ კბილში ვხვდებით. ამიტომაც გვეუბნებიან, რომ ეს მეთოდი იმ სინთეზური იმპლანტების პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს, რა შემთხვევებშიც ძვლის დაკარგვა, ინფექციები და იმპლანტის წარუმატებლად მიღება ხდება.

უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ბიოინჟინრული კბილების შესაქმნელად მკვლევრებმა ადამიანიდან კბილის პულპის უჯრედები ამოიღეს და შემდგომ იგი ღორის მინანქრის უჯრედებთან გააერთიანეს. ფორმაში მოათავსეს და ბიორეაქტორში გაზარდეს მანამ, სანამ ქირურგიულად ღორის ყბაში გადაიტანდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ კი მკვლევრები პერსპექტიული განვითარების მომსწრენი გახდნენ — კონსტრუქციები კბილის მსგავს ქსოვილს ქმნიდა, რომლებიც საბოლოოდ ისე ფუნქციონირებდა, როგორც კბილების ბუნებრივი ჩამნაცვლებელი.

ამ მეთოდის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, თუ როგორ ინტეგრირდება ბიოინჟინრული კბილები გარშემო არსებულ ქსოვილებთან. თუ ტრადიციული იმპლანტების შემთხვევაში გრძელვადიანი სტაბილურობა რთულად მისაღწევია, ეს ცოცხალი კბილების მსგავსი სტრუქტურა პოტენციურად უფრო მარტივად მოერგება პირის ღრუს ბუნებრივ მახასიათებლებს. ბუნებრივია, აღნიშნული იმპლანტის მიღების უარყოფის რისკებსაც შეამცირებს და ლითონის იმპლანტების საჭიროებასაც აგვარიდებს თავიდან. 

მართალია, ტექნიკის დახვეწისთვის ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო, თუმცა, წარმატების შემთხვევაში ხელოვნურ კბილებს დავემშვიდობებით…

სტუმარმასპინძლობის ბრენდების ანალიზი: Marriott International, Wyndham Hotels & Resorts და Hyatt Centric

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია