არგენტინაში წესები მითითებებს უფრო ჰგავს და ყველა კანონს რაღაც ხარვეზი გააჩნია, ზოგი ამას ჭკვიანურ სვლად თვლის, ზოგი კი სიმამაცედ, ზოგიც პირდაპირ Chanchullo-ს უწოდებს. ეს უკანასკნელი უბრალო ღვინო არ გეგონოთ, მეამბოხე სულისადმი გაღებული ხარკია, რომელსაც არგენტინულ კულტურაში ვხვდებით. იმ ადამიანებისთვის შექმნილი ღვინოა, რომლებმაც შავ ზონებში ნავიგაცია იციან და ხვდებიან, რომ ზოგჯერ საუკეთესო რაღაცები წესების ნაკლოვანებებით მიიღება.
ამგვარად, Chanchullo Malbec მამაც ხასიათს Mendoza-ს ვენახებიდან იღებს. კონცეფციაც დაუმორჩილებელი და სრულად არგენტინული აქვს. იმ ამბებს ეხება, რომელთაც ბოთლის მიღმა საღამოობით ვჩურჩულებთ ხოლმე. ვინტაჟური იურიდიული დოკუმენტებით, ფარული კონტრაქტებითა და მელნით შესრულებული ხელმოწერებითაა შთაგონებული და კვლავ ამტკიცებს, რომ საუკეთესო სვლა წესების მიღმა თამაშით ხდება.
გამოწვევას კი ამ ამბის ვიზუალურად წარმოჩენა წარმოადგენდა, იმგვარი დიზაინის შექმნა, რომელიც უბრალო ეტიკეტს არ ემსგავსებოდა და შედეგიც სახეზეა: