in

ამერიკელმა კაცმა ღორის გული გადაინერგა!

ისტორიაში უკვე მეორე პაციენტი ჩაიწერა, 58 წლის კაცი, რომელმაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაინერგა! ცხოველების ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვა კი, შესაძლოა, გამოსავალიც იყოს არსებული დეფიციტისთვის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ახლა სიცოცხლისთვის საჭირო ორგანოებს 100 000 ადამიანი ელოდება, ამ პროცესში ცხოველთა ორგანოების ჩართვა გადარჩენის შანსებს გაზრდის.

M2
M2

პირველი გულის გადანერგვის ოპერაციაც მერილენდის მედიცინის სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს, თუმცა პაციენტი ოპერაციიდან 2 თვეში გარდაიცვალა. ზოგად მიზეზად სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა… ხოლო ლორენს ფოსეტმა ოპერაცია ოთხშაბათს ჩაიტარა, ადამიანის გულის გადანერგვა კი მანამდე არსებული სისხლძარღვთა დაავადებისა და შიდა სისხლდენის გართულების გამო ვერ შეძლო.

ჩემი ერთადერთი რეალური იმედი ღორის გულსა და ქსენოტრანსპლანტაციაშია. სულ მცირე, ახლა მე მაქვს იმედი და შანსი, — აცხადებს ფოსეტი. 

ამ ეტაპისთვის იგი დამატებითი მოწყობილობების გარეშე ჩვეულებრივ სუნთქავს და ანტიბიოტიკურ თერაპიას გადის, რათა ორგანიზმისგან ახალი ორგანოს უარყოფა თავიდან აიცილოს. სწორედ ამ მიზნითვე გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული და არა, სხვა… 

საინტერესოა ისიც, რომ აქამდე ექიმებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს, NYU Langone Hospital Transplant Institute-ის თანახმად, მან რეკორდული მაჩვენებლით 61 დღე იმუშავა! უფრო ადრე კი, 1984 წელს მაიმუნის გული ახალშობილს გადაუნერგეს, თუმცა მან მხოლოდ 20 დღე იცოცხლა… რაც შეეხება უახლეს ფაქტებს, აშკარაა, რომ ამჟამინდელი ძალისხმევა ღორებისკენაა მიმართული, რადგან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღორები, თუნდაც მათი გულის ზომის გამო, ადამიანისთვის იდეალურ დონორებს წარმოადგენს…

რატომ არის წარმატებული ის რეკლამა, რომელიც გვაშინებს?

მწერლები, რომლებმაც ირეალური სამყაროები გამოიგონეს