in

ღორის კანისგან დამზადებული თვალის რქოვანით 20 პაციენტს მხედველობა აღუდგინეს

მეცნიერებმა 20 პაციენტს მხედველობა აღუდგინეს — ამას კი ინოვაციური მეთოდით მიაღწიეს. კერძოდ, მათ ღორის კანის შემადგენელი, მშრალად გაყინული კოლაგენის გამოყენებით რქოვანას იმპლანტი შექმნეს.

M2
M2

იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად იმუშავებს ექსპერიმენტული იმპლანტი, ჯგუფმა პილოტური კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტის ფარგლებში ექსპერიმენტის ფარგლებში იმპლანტი მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების თვალებში გადანერგეს. მონაწილეთაგან 14 მათგანი სრულიად უსინათლო იყო. აღსანიშნავია, რომ პროცედურიდან 24 თვის შემდეგ, რომლის დროსაც არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, 14 უსინათლო პაციენტს მხედველობა აღუდგა, სამ მათგანს კი სრულყოფილი, 20/20 მხედველობა აქვს.

„შესაძლოა, ასე დავძლიოთ რქოვანას ქსოვილების დონაციის დეფიციტის პრობლემა და თვალის სხვა დაავადებათა მკურნალობაც შევძლოთ“, — ამბობს შვედეთის ლინჩეპინგის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის მკვლევარი ნილ ლაგალი. თანაც, პროცედურიდან სულ რაღაც ორ კვირაში ნამდვილი რქოვანას ეპითელურ უჯრედებთან ხელოვნური იმპლანტის შეერთებამ მათი ზრდა და გამჭვირვალედ გადაქცევა განაპირობა. ეს კი ნამდვილად დიდ იმედებს იძლევა შემდგომ წარმატებულ მიღწევებზე.

საგულისხმოა, რომ კვლევას თან ახლდა დამოუკიდებელი ლაბორატორიების ტესტირება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ თავად იმპლანტები სტერილური იყო. სწორედ ამავე ტესტებმა ცხადყო, რომ ღორის სინთეზური კოლაგენური რქოვანა ბევრად სტაბილური იყო, ვიდრე დონორი ადამიანის ქსოვილი, რომლის შენახვის ვადაც მხოლოდ ერთი კვირაა. ექსპერიმენტული იმპლანტების შენახვის მინიმალური ვადა კი ორ წელს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მრავალი კვლევა ჩატარდა სინთეზური რქოვანას შექმნასა და განვითარებაზე, მკვლევრებმა თავიანთ კვლევაში აღნიშნეს, რომ მათი ცოდნით, ჯერ არავის გამოუცდია ასეთი იმპლანტაციის კონკრეტული პროცედურა.

„რაც მთავარია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ თვალის მოვლაზე, რადგან ახალი იმპლანტების ყველგან გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ეს ბევრ ცენტრსა და საავადმყოფოს მისცემს შესაბამისი პროცედურების ჩატარების შესაძლებლობას“, — აღნიშნავენ მეცნიერები.

რას ნიშნავს აუდიო ფორმატების შერწყმა მარკეტერებისთვის?

Martex Academy – შენი ციფრული გზამკვლევი