29
Aug
2018

როგორ მოხვდა ქართველი გრაფიკული დიზაინერი ავსტრალიურ დიზაინ სტუდიაში?

29 Aug 2018

ნიკა ღორთლიშვილი უკვე მეორე წელია საკომუნიკაციო სააგენტო Advertwise-ის გრაფიკული დიზაინერია. მის ნამუშევარს მარკეტერის მკითხველი ACAG-ის პრინტ კონკურსიდან იცნობს, რომელზეც ნიკას პრინტმა მესამე ადგილი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ, ნიკა ავსტრალიური დიზაინ სტუდია Liam Richards Design-ის აუთსორს გუნდს შეუერთდა. რამ განაპირობა ავსტრალიურ სააგენტოში ნიკას მოხვედრა და რა მოლოდინები აქვს, პირადად მისგან შევიტყვეთ.

M: რას წარმოადგენს სააგენტო Liam Richards Design და რა ფორმით შედგება თქვენი ურთიერთობა?

Liam Richards Design არის დიზაინ სტუდიო, რომელიც მუშაობს ბრენდინგზე, პრინტ დიზაინსა და ვებ-დიზაინზე.კომპანია დიდი ხნის დაარსებული არაა, თუმცა მალე განვითარდა და ამაში, მათი აზრით outsource დიზანერებმა დიდი წვრილი შეიტანეს. ჩვენი თანამშრომბლობა კი ძირითადად ბრენდინგისა და ვებ დიზაინის მიმართულებით გაგრძელდება.

M: რა გახდა განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც შენ აგირჩიეს? ასევე, შენ რამ დაგაინტერესა მათ შემოთავაზებაში?

კომპანია ვიპოვე Behance joblist-ის მეშვეობით, ხოლო მათი ყურადღება მიიქცია Georgia Journey-ის ვებ დიზაინმა და ბრენდინგმა. Liam Richards კიდევ ერთი სიახლეა ჩემს კარიერაში, ვინაიდან საერთოდ განსხვავებული გემოვნება და საქმის მიმართ მიდგომა აქვთ. ყოველთვის სასიამოვნოა სხვადასხვა გარემოში მუშაობა, რადგან ყველაფერი ახალი და საინტერესოა. სწორედ აქედან გამომდინარე იზრდები, როგორც კარიერულად, ისე პიროვნულად.

ვფიქრობ, დიზაინერისთვის აუცილებელია ჰქონდეს პორთფოლიო, რადგან ეს არის ერთადერთი საშუალება, შეგაფასოს სხვამ. ჩემი აზრით, გრაფიკული დიზაინერის შეფასებისას არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობდი ან სად სწავლობდი, მთავარია გქონდეს ხედვა, ეცნობოდე სიახლეებს შენ საქმეში და უბრალოდ, გსიამოვნებდეს ის, რასაც აკეთებ. ამ ყველაფერს კი პორთფოლიო გამოხატავს.

M: Advertwise-ში ისევ აგრძელებ მუშაობას? როგორ დააბალანსებ ორ საქმიანობას პარალელურად?

სამუშაო პროცესს რაც შეეხება, დროში თითქმის არ ხარ შეზღუდული და მაქსიმალურად ენდობიან დიზაინერს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სხვადასხვა პროექტზე მუშაობას და საშუალებას გაძლევს, შექმნა მაქსიმალურად კარგი პროდუქტი. სწორედ ამ პირობის გამო, ვფიქრობ, მარტივად მოვახერხებ ძირითად სამსახურთან (Advertwise) შეთავსებას. ვთვლი, რომ Liam Richards იქნება განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

განხილვა