“Ghost Image” არის ხელოვნური ინტელექტის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა რენტგენის ხედვასთან… ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანის ტვინის ტალღებს აკავშირებს, რათა გარშემო არსებული დაბრკოლებები აღიქვას. მოწყობილობის დებიუტი Optica Imaging and Applied Objects Congress-ზე, 11-15 ივლისს შედგება.
გლაზგოს უნივერსიტეტის ჯგუფმა ახალი ტექნოლოგია იმისათვის შექმნა, რომ ადამიანის ტვინის ტალღები გამოიკვლიოს, როდესაც კედელზე სინათლის ნიმუშებს აკვირდებიან. ეს ტექნოლოგიის ახალი სფეროს ნაწილია, რომელსაც არახაზოვანი მხედველობა (NLoS) ეწოდება. მანამდე იგი ლაზერისა და კამერის სინთეზს ეყრდნობოდა, ახლა კი კამერა ადამიანის თვალმა შეცვალა.
საგულისხმოა, რომ ტესტის დროს ადამიანებს ელექტროენცეფალოგრამის (EEG) ჩაფხუტი უნდა ეხუროთ. ექსპერიმენტის ფარგლებში, კედლის უკან, რომელიც ცდისპირებს ობიექტისგან აშორებდა, 2D გამოსახულება და პროექტორი იყო განთავსებული. ეს უკანასკნელი გამოსახულებისგან მიღებულ შუქს ასახავდა. ვიდრე მონაწილეები შუქს უყურებდნენ, AI-ს შეეძლო, ტვინის ტალღები წაეკითხა და, სინათლის შაბლონების მრუდების შესწავლით, გამოსახულებები გამოეთვალა. ცხადია, სინათლის სიძლიერე მნიშვნელოვნად მოქმედებდა AI-ს უნარზე, ზუსტად აღედგინა ობიექტი.
მთლიანობაში AI-ს მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა სურათის სწორად გამოსაცნობად. გლაზგოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიების პროფესორმა დანიელ ფაჩომ თქვა, რომ ექსპერიმენტი მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ უამრავი შესაძლებლობისკენ, თუ როგორ შეუძლიათ ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანებს ერთობლივი მუშაობა. ასევე ითქვა, რომ მომავალი ექსპერიმენტებში 3D ობიექტებსაც გამოიყენებენ.