in

მარტოხელა ვარსკვლავების მოჩვენებითი სინათლე ადრეულ სამყაროშიც ანათებდა — კვლევა

როგორც აღმოჩნდა, სამყაროში იმაზე უფრო მეტი რამ არის, ვიდრე ჩვენს თვალებს შეუძლია, რომ დაინახოს… იშვიათ უფსკრულებში, რომლებიც გრავიტაციულ გალაქტიკებში იძირება, მარტოხელა ვარსკვლავები, კოსმოსური რონინის მსგავსად, დახეტიალებს. ჩვენ არ ვიცით, საიდან მოვიდნენ ისინი, სულ აქ იყვნენ თუ რომელიმე გალაქტიკიდან გვესტუმრნენ… ამიტომ, მკვლევრებმა პასუხის პოვნა ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით გადაწყვიტეს.

კონკრეტულად კი 10 გალაქტიკის კლასტერი შეისწავლა, საიდანაც სინათლე ჩვენთან მოსაღწევად 10 მილიარდი წელი მოგზაურობდა. გამოვლინდა, რომ მარტოხელა ვარსკვლავების დიფუზური სინათლე ინტრაკლასტერულ სივრცეში ანათებდა. ისინი კი უკვე დიდი ხანია, რაც მარტო დახეტიალებენ. ეს კლასტერის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზეც შეიძლებოდა დაწყებულიყო. თუმცა კონკრეტული მოსაზრება ბოლოდროინდელ გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს გამორიცხავს…

უშუალოდ გალაქტიკური კლასტერები დინამიკურ გარემოს წარმოადგენს, რომლებიც ასობით ათასი გალაქტიკისგან შედგება და მათ გრავიტაცია აერთიანებთ. მსგავსი მაღალი სიმკვრივის მქონე სიტუაციებში კი, ისინი უფრო მაღალი სიჩქარით ეჯახებიან და ერწყმიან ერთმანეთს…

შესაძლოა, გალაქტიკების შიგნით არსებული განსხვავებული სიტუაციები, როგორიცაა ასიმეტრიული სუპერნოვა და სამი სხეულის გრავიტაციული ურთიერთქმედება, რაც შავ ხვრელსაც მოიცავს, ვარსკვლავთშორის სივრცეში ვარსკვლავების გადატანაშიც გადაიზარდოს. ამგვარად, უკვე არსებობს ინტრაკლასტერული ვარსკვლავების წარმოშობის 3 ვარიანტი: შერწყმა, გაშიშვლება ან ვარსკვლავები, რომლებიც იქ მაშინაც კი იყო, როცა კლასტერი ყალიბდებოდა.

ზუსტად არ ვიცით, რა აქცევს ამ ვარსკვლავებს უსახლკაროებად, ამჟამინდელი თეორიები არ ხსნის ამ შედეგს, მაგრამ როგორღაც ისინი ადრეულ სამყაროში დიდი რაოდენობით წარმოიშვა. ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე მათი ზომა საკმაოდ პატარა უნდა ყოფილიყო, დაბალი გრავიტაციის გამო კი ისინი მარტივად ათავისუფლებენ ვარსკვლავებს, — ამბობს ჰიუნჯინ ჯო, ასტრონავტი. 

მეტიც, თუ გუნდის მოსაზრებებს დავეყრდნობით, ინსტრაკლასტერული სინათლის დომინანტური წყარო ან ჩამოყალიბების პროცესთან ერთად ზრდაა ან კლასტერის ყველაზე კაშკაშა ნაწილის ზრდა, როცა იგი ჯერ კიდევ აერთიანებდა ცალკეულ ვარსკვლავებს, რომლებიც უმიზნოდ დახეტიალებდნენ. 

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსტრაკლასტერულ სინათლეს შეუძლია უხილავი ბნელი მატერიის შედგენაში დაგვეხმაროს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, გალაქტიკათა შერწყმა ბოლო პერიოდში რომ მომხდარიყო, ვარსკვლავებს არ ექნებოდა კლასტერულ სივრცეში გაფანტვის დრო და სინათლეც ვერ უზრუნველყოფდა შავი მატერიის განაწილების საკითხს. საინტერესოა ისიც, რომ მარტო მყოფი ვარსკვლავები კლასტერის ადრეული დღეებიდან შედარებით თანაბრად უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებულნი.

თუ დავადგენთ ინტრაკლასტერული ვარსკვლავების წარმოშობის საკითხს, ეს გალაქტიკათა კლასტერის ისტორიის გაგებაში დაგვეხმარება და შეიძლება წარმოადგენდეს ბნელი მატერიის ხილულ კვალს, რომელიც კლასტერს გარს აკრავს, — აცხადებს ჯო. 

Aipple-ის სიდრი — მინიმალიზმით შთაგონებული ბრენდი

Steal the Show — როცა გემრიელი კერძები ნებისმიერ ბარიერს არღვევს