5
Jul
2016

მიეცი ხმა მათ მაგიერ, ვინც ის უკვე დაკარგა – სოციალური კამპანია #GhostVote შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ

5 Jul 2016



ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიარაღებული ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე მის მეზობელ ქვეყანაში. ყოველ წელს, იარაღს 30,000–მდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ხელისუფლების მხრიდან კი სამწუხაროდ ამ ძალიან აქტუალურ თემას სერიოზული რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ასევე შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ფონდ Newtown Action Alliance–თან ერთად თანამშრომლობს. მათ, ერთობლივი ძალებით, გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ ყველა კანდიდატის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა.

 

 

 

#GhostVote კამპანიის მიზანია, მისცეს “ხმის უფლება” იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი ხმა დაკარგეს და უსამართლობის, უბედურების მსხვერპლნი გახდნენ. ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური Web გვერდი, რომელზეც ყველა ამ ადამიანის ფოტოა განთავსებული, თავიანთი მოკლე ისტორიებით. კამპანიაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ნებისმიერი მათგანი და მისცენ მას ხმა. ეს ყველაფერი შემდეგ სოციალურ ქსელებში ზიარდება. Twitter-მა გადაჭარბებული პოსტების გამო, ორგანიზაციის გვერდის მუშაობა პირველივე დღეს შეაფერხა. კამპანიას დაწყებისთანავე მილიონობით გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებსა და მედიაში.

განხილვა