in

ნახეთ: ღრუბლებისკენ მიმავალი ილუზორული სკულპტურა

მისი სიმაღლე 4.5 მეტრს აღწევს

სიმაღლის შიში თუ არ გაქვთ, შესაძლოა, ლენდ-არტისტის მიერ შექმნილ კიბეებზე ასვლის სურვილი გაგიჩნდეთ… Strijdom van der Merwe-მ მართლაც შთამბეჭდავი ილუზორული სკულპტურა შექმნა, სახელწოდებით Staircase to Heaven. ნამუშევარი უსასრულო კიბეს მოგვაგონებს, რომელიც ღრუბლებამდე ადის — თუმცა როდესაც მნახველი მას გვერდიდან შეხედავს, ვიზუალური ხრიკი ქრება. რეალურად, ეს არის ვერტიკალური კიბე, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 4.5 მეტრს აღწევს.

ვან დერ მერვემ მსგავსი სკულპტურა ჯერ კიდევ 2016 წელს შექმნა, მაგრამ 2021 წლის ნანჰუის ხელოვნების პროექტისთვის მისი დიზაინი შეიცვალა. ჯგუფურ გამოფენაში 14 ხელოვანი მონაწილეობდა, რომლებმაც საჯარო ინსტალაციები შექმნეს.

ვან დერ მერვე, სამოთხის კიბეების შესაქმნელად, ტაივანელ ხელოვან ჟოუ შენგ-სიენთან თანამშრომლობდა. ესკიზებისა და ინსტრუქციების გამოყენებით, შენგ-სიენმა საკუთარი ხელებით ააწყო კიბეები.

ამერიკული ონლაინ პლატფორმის რეკლამა თბილისში გადაიღეს

ძველი სვანური ლოცვისა და კავკასიის მთების მისტიკა ABK mta-ს ვიდეორგოლში