in

ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ – სტუმრად შორენა ბოჭორიშვილის „ღვენახეში“

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

თბილისიდან 80 კილომეტრის მანძილზე, თელავთან ახლოს, მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტს ესტუმრებით, სადაც ქალ მეღვინეთა კვალდაკვალ, შორენა ბოჭორიშვილის ოჯახური მარანი „ღვენახე“ შეგიძლიათ მოინახულოთ. ქალაქური ხმაურისგან შორს, აქ შეძლებთ განიტვირთოთ ჰაერზე, ტყისა და ვენახების გარემოცვაში.

შორენა მეღვინეობას მრავალი წელია მისდევს, პროფესიით ბიოლოგი თავად უვლის ვენახს და ყურძნიდან ღვინომდე მთელი პროცესი მის ხელში გადის.

„ღვენახეში“ დაგხვდებათ მოვლილი ეზო, ყვავილებსა და სიმწვანეში ჩაფლული ხეივანი, მარადმწვანე მცენარეები, ახლო მდებარე ტყე და დადებითი განწყობა.

ეზოში პატარა ვენახია გაშენებული – 80 წლის ვაზი, რომელიც დღესაც იძლევა ნაყოფს.

„ღვენახეში“ სტუმრობისას, შორენა პირადად გაგიძღვებათ, გაგიზიარებთ ღვინის შექმნის ოჯახურ კულტურას, დაგათვალიერებინებთ მარანს, სადაც ყურძნის წვენი ნელ-ნელა იქცევა ღვინოდ. მის მარანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ საფერავისა და ხიხვის ჯიშის ღვინოები, ასევე – კოწახურა, სამი ქართული ჯიშის – რქაწითლის, კახური მწვანისა და საფერავ ბუდეშურას საავტორო ნაზავი. ღვინის შეძენა შეგიძლიათ ადგილზეც და თბილისსა და თელავში მდებარე რამდენიმე მაღაზიაშიც.

თუკი ღვინის ჩამოსხმა არასოდეს გიცდიათ, შორენა გთავაზობთ, თავად იქცეთ ამ პროცესის ნაწილად, ბოთლი თავად დალუქოთ ცვილით და ეტიკეტითაც საკუთარი ხელით გააფორმოთ.

წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, ხოლო მასტერკლასების დახმარებით ახლოდან გაგაცნობენ ქართული ღვინის უძველეს კულტურას.

Barbie ჰელოუინისთვის მზადაა — Mattel-მა საკოლექციო ნაკრები გამოუშვა

რატომ არის საუზმე აუცილებელი და რა უნდა მიირთვათ დილით