in

საქართველო – საპატიო მასპინძელი ღვინის მსოფლიო დედაქალაქ ბორდოში

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) 31 ივლისს გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნება.

 

ბორდო მსოფლიოში განთქმულია ღვინის კულტურით. განსაკუთრებით XVIII საუკუნიდან, რომელიც ქალაქის ისტორიაში „ოქროს ხანად“ ითვლება, დღეს კი მეღვინეობისა და ღვინით ვაჭრობის დედაქალაქს უწოდებენ. ბორდოში „ღვინის ცივილიზაციის ცენტრის“ აშენების იდეა ქალაქის მერს, ალან ჟუპეს ეკუთნის. კომპლექსის საერთო ფართობი 14 000 მ2-ია, დროებითი გამოფენებისთვის კი განკუთვნილია 7 000 მ2. ცენტრს, წლის მანძილზე, საშუალოდ 425 000 ადამიანი სტუმრობს. Cité des Civilisations Du Vin დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=Us7b45KEsZ4[/embedyt]

 

როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება. მათი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, საქართველო მსოფლიოს წინაშე წარსდგეს, როგორც ღვინის ცივილიზაციის უძველესმა ქვეყანა და ევროპული კულტურის ორგანული ნაწილი, წარმოაჩინოს საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ეკონომიკის სხვადასხვა ასპექტი. გამოფენა 4 თვეს გაგრძელდება და ნოემბერში დაიხურება.

ქართველი სტუდენტი „ევროპის ინოვაციის აკადემიაში” ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს

ალკოჰოლზე დამოკიდებულების უარყოფითი გავლენა, რომელიც მთელ ოჯახს აზიანებს!