სანამ ეტიკეტზე ვისაუბრებდეთ, ჯერ ის ადგილი უნდა გაგაცნოთ, სადაც თავად ღვინო მზადდება… Mavrogiannis-ის მამული მდიდარ ლანდშაფტზე ისტორიული მდინარე ლარისოსის გვერდითაა წარმოდგენილი. აქაური პეიზაჟები, ხმები, ქმნილებები თუ ატმოსფერო მამულის იდენტობასა და სულს წარმოადგენს. შესაბამისად, ბრენდის სტრატეგების ამოცანა ამ მნიშვნელობანი ელემენტების მეღვინეობის იდენტობასა თუ ეტიკეტში გადატანა იყო.
ბუნებისა და იმ პროცესების პატივისცემით, რომლებიც ნატურალური პროდუქტის წარმოებისთვისაა საჭირო, 4 უნიკალური ღვინოც შექმნეს. თითოეულისთვის ისეთი პრეზენტაცია აირჩიეს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ლირიზმით აღწერდა თანამედროვე ცხოვრების მიღმა დაფარულ რეალობას. ვიზუალური თემები იმ ურთიერთობასაც უსვამდა ხაზს, რომელიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ბუნებასთან აქვთ და, ამავდროულად, Mavrogiannis-ის მამულსაც წარუდგენდა საზოგადოებას…
ეპიკური კონცეფციის მიხედვით, ბუნების მუდმივი შესწავლა aVios Anemelos-ის საფუძველია, რაც ჰედონისტური ცხოვრებით, ანუ სიკეთის კეთებით სიამოვნებას ნიშნავს. Kryfia Ode კი ლეგენდაა უსიტყვო სიმღერის შესახებ, რომელიც ყველა კუთხეში ისმის… მას მელას მსგავსი ფიგურა იცავს, რომელიც ღამით ტოტიდან ტოტზე ხდება. Ikos Dryadon კი ნიმფების შეხვედრის წმინდა ადგილია. რაც შეეხება Kyria Machi-ს, ეს უკვე აუცილებელი მდგომარეობაა ბუნებაში არსებული სიცოცხლის შესანარჩუნებლად…