ღვინის დაძველების არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა მათ შორის Mar de Anemonas განსაკუთრებულია — ღვინოს გალიებში ზღვის ფსკერზე აძველებენ, რის გამოც ბოთლსაც ირგვლივ მრავალი სიცოცხლე ეკვრის, იქნება ეს ნიჟარები თუ პატარა წყალქვეშა ცხოველები. შესაბამისად, თითოეული უნიკალურია. თუმცა ამგვარი ბოთლებისთვის სტანდარტული შეფუთვა ვერ გამოიყენეს, ამიტომ, გადაწყვიტეს, ისეთი ეტიკეტი შეექმნათ, რომელიც მასზე თოკით იქნებოდა მიმაგრებული და მის უნიკალურობასაც მიესადაგებოდა. თანაც ეს თოკი Esparto-სია, ანუ ის, რომელსაც მეზღვაურები ხშირად იყენებენ.
ბოთლზე ვინტაჟურ ილუსტრაციას ხედავთ ლურჯ ფერებში, რომელიც წყალქვეშა ცხოვრებას ასახავს, ეტიკეტის უკან კი ღვინის შესახებ ინფორმაციას ამოიკითხავთ.
Mar de Anemonas-ის ღვინის შეფუთვაზე სააგენტო Javier Garduño EdD-მ იმუშავა.