in ,

სტარტაპი ღვინტესტი – ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრი კახეთში

Startauperi
Startauperi

ღვინტესტი ღვინის ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრია. როგორც მისი დამფუძნებელი ვანო შიუკაშვილი ამბობს, სტარტაპი ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა. საწყის ეტაპზე, კომპანიას, მისი თქმით, შედარებით მცირე მოგება მოაქვს. თუმცა, 10 წლიანი განვითარების სტრატეგიით, სამომავლოდ, უკეთეს შედეგს ელოდება.

BOG
BOG

ვანო შიუკაშვილი:  ლაბორატორია და საკონსულტაციო ცენტრი მცირე და საოჯახო მარნებისთვისაა. კახეთის რეგიონში მცირე და საოჯახო მარნების გამრავლება-განვითრება, ამ მარნების მფლობელებში ხშირად მევენახეობა-მეღვინეობის ცოდნის დეფიციტი,  (ხელმისაწვდომი) ლაბორატორიის  არარსებობა კახეთის რეგიონში, მრავალი მეწარმე, რომელიც მაინც სარგებლობდა ჩემი კონსულტაციებით. სწორედ ეს ფაქტორები გახდა ამ ბიზნესის დაწყების მიზეზი.

M: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

მომხმარებლებს, მათი ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის, მაღალკვალიფიციურ და სწრაფ ლაბორატორიულ მომსახურებას ვთავაზობთ. ეს კი გულისხმობს სასმელში ალკოჰოლშემცველობის, შაქარშემცვლელობის, თავისუფალი და საერთო გოგორდის შემცველობის, საერთო ტიტრული სიმჟავის, აქროლადი მჟავების, მეტალების რაოდენობის ფოტოელექტროკოლორიმეტრით განსაზღვრას. ანალიზის პასუხებიდან და პროდუქტის გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე მათ გარკვეულ რეკომენდაციებსაც ვთავზობთ. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით: მევენახეობა,  მეღვინეობა/ალკოჰოლური სასმელების წარმოება, დიზაინი და მარკეტინგი, დისტრიბუცია, საბუღალტრო აღრიცხვა, ხარისხის მენეჯმენტის სისტემების დანერგვა, ენოტურიზმის განვითარება.

M: რა რესურსით ხდება ეს ყველაფერი?

ღვინტესტს ჰყავს მაღალკვალიფიციური მევენახე, მეღვინე, ლაბორანტები, დიზაინერ-მარკეტერი, ფინანსისტი, პიარ-მენეჯერი. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უმარტივესი, თუმცა, მრავალნაცადი ტექნიკით. ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული, რომ მოხდეს მომსახურების დაბალი ფასის შენარჩუნება.

 M: მოთხოვნა არის ღვინტესტის მომსახურებაზე?

ღვინტესტის მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობს 14 მცირე და საოჯახო მარანი, ლაბორატორიული მომსახურებით კი მრავალი ფერმერი და მცირე მეწარმე.

M: კონკურენცია თუ არის ბაზარზე? 

ბაზარზე კონკურენცია, თითქმის, არ არის. საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს მეღვინეობის საკონსულტაციო ცენტრი. მართალია ბევრი მეღვინე პარალელურად რამდენიმე მარანსაც უწევს კონსულტაცია, თუმცა ეს არ არის სრულფასოვანი სერვისი. ლაბორატორიას რაც შეეხება, კონკურენცია აქაც დაბალია. თბილისში არის ღვინის ლაბორატორიები, მაგრამ ჩვენი და მათი მომსახურეობის სფეროები განსხვავებულია, შესაბამისად ფასებიც. თბილისის ლაბორატორიები კახელი ფერმერებისათვის ხშირად სიშორის გამოც არის არახელსაყრელი.

M: ღვინტესტის უპირატესობა რა არის?

ლაბორატორია მდებარეობს კახეთში, ჩვენთან ნიმუშების ანალიზის ფასი მინიმალურია, მომხმარებელს უფასოდ ვთავაზობთ ორგანოლეპტიკურ შეფასებას გამოცდილი დეგუსტატორების მიერ. ასევე, ჩვენთან ხდება ადგილზე სწავლება და კონსულტაცია, უფასო სატელეფონო კონსულტაცია, ტრენინგები აქტუალურ თემებზე.

 M: ბიზნესი თუ არის მომგებიანი? 

ბიზნესი, რა თქმა უნდა, მომგებიანია, თუმცა, მოგება საწყის ეტაპზე მცირეა, მაღალი ხარჯებისა და მომსახურების მინიმალური ფასების გამო. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ჩვენ ბიზნესს კიდევ უფრო მომგებიანს გახდის.

M: კონკრეტულად, როგორ აპირებთ სტარტაპის განვითარებას?

ვგეგმავთ, გავაკეთოთ სერტიფიცირებული ლაბორატორია, რომელიც გასცემს საექსპორტოდ საჭირო ხარისხის სერტიფიკატს. ასევე ვგეგმავთ, რომ ჩვენს პარტნიორებს შევთავაზოთ სხვადასხვა სერვისი (ღვინის დამუშვება, ფილტრაცია, ჩამოსხმა, ეტიკეტირება, დისტრიბუცია…)

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

დაგეგმილია ღვინტესტის პარტნიორების აქტიური სწავლებები, პროფსასწავლებლებთან კოოპერირება ამ მიმართულებით. ასევე, ჩვენი პარტნიორების ღვინოების პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე „ღვინტესტი“-სა და „ღვინის კლუბი“-ს ერთობლივი პროექტით. გარდა ამისა, ვაპირებთ ღვინტესტის პარტნიორებისათვის საერთო ღვინის მაღაზიის გახსნას, პარტნიორების ღვინოების ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, უცხოელი ღვინის ექსპერტებისა და იმპორტიორების ჩამოყვანას და ქართული უცნობი ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას.

არასდროს იცი, ვინ შეიძლება იმალებოდეს ვირტუალურ მეგობარს მიღმა – ორიგინალური პრინტ კამპანია

როგორ დავუბრუნდეთ სამუშაო ფორმას, შვებულების შემდეგ, სწორი კვების საშუალებით? – #მთავარიაჯანმრთელობა