დინამო ბათუმს განახლებული ლოგო აქვს, რომელზეც ლოგო დიზაინერმა, გია ბოხუამ იმუშავა.
როგორც მარკეტერი გია ბოხუასთან საუბრისას არკვევს, პირველ რიგში, ძველი ლოგოდან, მზის თავზე მიწერილი ასო-ბგერა “D“ ამოიღეს, რომელსაც ასე ვთქვათ, კომუნისტური გავლენა აჩნდა. გარდა ამისა, ახალ ვიზუალურ სიმბოლოში შრიფტი გაიზარდა და უფრო აღქმადი გახდა. ამასთან, წარწერა “FC-ს“ ადგილი, ლოგოზე ბურთმა დაიკავა.
საერთო ჯამში, ლოგო და წარწერები უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდა.
გია ბოხუა ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობის მოტივაცია მისთვის ისიც იყო, რომ დინამო ბათუმს გულშემატკივართა ძალიან დიდი რაოდენობა ჰყავს და შესაბამისად, ნამუშევარი დიდი აუდიტორიისთვის იქნებოდა საინტერესო.













