in

„2-3 ძლიერი კონცეპტი 20 დაუმუშავებელ იდეას ჯობია“ – გია ბოხუა, Adobe-თან, მინიმალისტურ ლოგოებზე საუბრობს

ავტორი: გია ბოხუა

გეომეტრიული სიმბოლოები, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი ხაზები და სადა ფორმები – ეს ლოგოს მინიმალისტური დიზაინია, რომელიც, ბოლო დროს, ძალიან აქტუალური გახდა. არ იფიქროთ, თითქოს, მინიმალიზმი ნიშნავს მარტივს ან რაიმე დაუსრულებელს. მინიმალისტური ლოგო შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში – მარტივად გასაკეთებელი. დღეს ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია და ახალი ტრენდებით, ითვლება, რომ თუ ბრენდის განახლება და გათანამედროვება გსურთ, ზუსტად რომ მინიმალისტური ლოგო უნდა აირჩიოთ.

ამ თემაზე ქართველი დიზაინერი, გია ბოხუა საერთაშორისო პლატფორმა Adobe-თან საუბრობს. ის ერთ-ერთი არტისტია, რომლის შემოქმედებაშიც მინიმალისტურ ლოგოებს ძალიან დიდი ადგილი უკავია. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია, თუნდაც, ბოლო ნამუშევრებს გადაავლოთ თვალი, რადგან დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ერთხელ მაინც უკვე გექნებათ ნანახი.

ავტორი: გია ბოხუა

„ნუ აჩვენებთ, დამკვეთს, ესკიზებს, ჩანახატებს. ასე ძალიან გაუჭირდება პროდუქტის შესაძლო ან საბოლოო სახის წარმოდგენა. ყოველთვის მინანია, როცა ესკიზები წინასწარ მიჩვენებია, რადგან ძალიან კარგი იდეები დაუწუნებია დამკვეთს და ისეთი იდეები აურჩევია, მომავალი რომ არ ჰქონდა“, – ამბობს გია ბოხუა. 

თუმცა, ეს მანამ, სანამ რამდენიმე კონცეფცია მაინც არ გექნებათ მზად.

„როცა უკვე რამდენიმე კონცეპტი გექნებათ, მათ იქიდან კიდევ ამოარჩიეთ, ბოლომდე დაამუშავეთ და წარუდგინეთ დამკვეთს. დასაწყისისთვის, 2-3 კონცეფცია საკმარისი იქნება. ნუ დატვირთავთ დამკვეთს ვარიანტების სიმრავლით. ზოგს [დამკვეთს], შეიძლება, კიდევ მეტი უნდოდეს, მაგრამ 2-3 ძლიერი კონცეპტი 20 დაუმუშავებელ იდეას ჯობია“.

ავტორი: გია ბოხუა

როგორც გამოცემა Adobe წერს, მინიმალისტური ლოგოები უფრო დახვეწილი და პროპორციულია. მათ შესაქმნელად, გრაფიკული დიზაინერები ხშირად ისეთ საბაზისო ფორმებს იყენებენ,  როგორებიცაა: მართკუთხედი, სამკუთხედი და ოვალი.

„მე ვცდილობ გამოვიყენო სუფთა გეომეტრიული ფიგურები, 45 ან 90-იან გრადუსიანი კუთხეები“ – ამბობს გია ბოხუა.

თქვენი კომპოზიციისთვის, ეს გამოცდილებაც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ და საბოლოოდ, დახვეწილი, სასიამოვნოდ აღსაქმელი, მინიმალისტური ლოგოტიპი მიიღოთ.

მინიმალიზმის ხელოვნებას უნდა ფლობდე! 

„რთულია, ისეთი რამ მოიფიქრო, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. წინასწარ ნუ ნახავთ ძალიან ბევრ ლოგოტიპს, იმიტომ რომ შეიძლება, რომელიმე თავში გაგიჯდეთ და ქვეცნობიერად, თქვენს დიზაინში მოხვდეს“. 

ავტორი: გია ბოხუა
ავტორი: გია ბოხუა
გიორგი კონტუაძე

გიორგი კონტუაძე – #პირველისამსახური

Nielsen-ის კვლევა პოდკასტისა და რეკლამის ურთიერთქმედების შესახებ