in

გოგი ჩაგელიშვილისა და გია ჯაფარიძის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

გია ჯაფარიძის ქანდაკება, ჟანრი ლოლაშვილის ფერწერა

დღეს, 12 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, თაქთაქიშვილის ქ.N 12/12a, გია ჯაფარიძის გალერეის კარი ხელოვნების მოყვარულებისთვის გაიღება – მსურველებს საშუალება მიეცემათ, 26 დეკემბრამდე, გოგი ჩაგელიშვილისა და გია ჯაფარიძის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა იხილონ.

BOG
BOG

გოგი ჩაგელიშვილი – საქართველოში მოღვაწე დამსახურებული მხატვარი. მისი შემოქმედება მხოლოდ ფერწერით არ შემოიფარგლება. გოგი არის მწერალიც, საბას პრემიის ლაურეატი. გამართული აქვს მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

მისი ნამუშევრები დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ტრეტიაკოვის სახელობის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლეთის მუზეუმი (მოსკოვი), გალერეა გერცევი (მოსკოვი) და ასევე, კერძო კოლექციებში.

გია ჯაფარიძე – საქართველოში მოღვაწე დამსახურებული მოქანდაკე და მხატვარი. ქ. თბილისისა და ქ. მცხეთის საპატიო მოქალაქე, ორგზის ღირსების ორდენოსანი და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელი. გიას ქანდაკება „გოგონა ყვავილით“ ბარათაშვილის ხიდზე, თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. ამშვენებს თბილისს, სიღნაღს, ბორჯომს, მოსკოვს, ბაქოს, ნოვოროსიისკს, ფონდო ტოჩეს, ატლანტას, კუნძულ ტექსელს. მცირე სკულპტურები ინახება კერძო კოლექციებში: ვატიკანის კოლექცია, ხუან კარლოს I, ხუან ანტონიო სამარნჩი, ჯიმი კარტერი და სხვა.

გია ჯაფარიძის ქანდაკება,
ჟანრი ლოლაშვილის ფერწერა

რას სთავაზობს მომხმარებელს „სამშენებლო ინვესტიციები“ და რას გეგმავს კომპანია სამომავლოდ?

საქართველოში ყველას შეუძლია, გახდეს სანტა! – Secret Santa 2019 დაიწყო