in

არტისტის მიერ თოვლში სიარულით შექმნილი გიგანტური გეომეტრიული ნამუშევრები

ხელოვნების სფეროში ძალიან ბევრი სხვადასხვაგვარი მიმართულება არსებობს, თუმცა, ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ – თითოეული მიმართულებით მუშაობას ძალიან დიდი მოთმინება სჭირდება. მოთმინება იმიტომ, რომ შეცდომის დაშვებაზე არ ვინერვიულოთ, საათობით, დაღლილები თუმცა მოტივირებულები ვაგრძელებდეთ საქმიანობას და ნამუშევარი ბოლომდე მიგვყავდეს.

სულ ახლახან საიმონ ბექის ნამუშევრები შემოგვხვდა – ეს კაცი კარტოგრაფი და ხელოვანი ერთდროულადაა. იგი 2009 წლიდან ხელუხლებელ თოვლზე გიგანტურ გეომეტრიულ ნამუშევრებს ქმნის – თანაც, სიარულით. ერთი შეხედვით, მის ნამუშევრებში განსაკუთრებული არაფერია – იგი უბრალოდ ფორმებს ქმნის თოვლზე. თუმცა, თუკი დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ მას ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი 12 საათის განმავლობაში არ ისვენებს და სპეციალური მოწყობილობების წყალობით მანდალას შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ფორმებს გეომეტრიული სიზუსტით ასრულებს. თანაც მისი ნამუშევრები იმდენად დიდია, რომ მისი აღქმა მხოლოდ ამაღლებული ადგილიდან თუ შეიძლება. მის ხელსაწყოებში ყველაზე საჭირო ნივთი საციგურაო ჯოხია, რომლითაც ნაბიჯებისა და ფორმების სიზუსტეს უზრუნველყოფს.

და მაინც, რა გახდა საიმონისთვის ინსპირაცია, ამგვარი მიმართულებით წასულიყო? ის, რომ მსგავს საქმეს არავინ ეწეოდა და ეწევა. იგი ერთადერთია, ვინც ამას აკეთებს და თანაც, ძალიანაც მოსწონს, რასაც აკეთებს. კითხვაზე, თუ რა ხდება მერე, როცა თოვლი დნება, პასუხობს, რომ სამაგიეროდ რჩება ფოტოები, რომლებზეც კარგადაა ასახული მისი შრომა.

რობოტები ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში გადაადგილება შეუძლიათ

მუდმივად დაკავებულობა კლავს კრეატიულ აზროვნებას