in

გლობალური ინოვაციების ფორუმი #GIF22, STARMUS, DIGITEC Summit22 და სხვა — ტექნო შემოდგომა სომხეთში

დამკვიდრებული უნიკალური ტრადიციის მიხედვით, სომხეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური სფეროსთვის შემოდგომას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როგორც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, წელსაც, სექტემბერ-ნოემბერში, სომხეთი უმასპინძლებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ცნობილ ღონისძიებებს.

ამ შემოდგომაზე გლობალური ინოვაციური ფორუმის (GIF22) ფარგლებში გაიმართება: „სიცოცხლის შემცვლელი ტექნოლოგიები“ (Life-Altering Technologies), რომლებიც ხორციელდება სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის (FAST) მიერ; Starmus-ის მეცნიერებისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, DigiTec Expo 2022, უნიკალური კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მანქანათმცოდნეობას; სომხეთის თამაშის კონფერენცია; მსოფლიო კონგრესი ინდუსტრიულ ბიოტექნოლოგიაში (WCIB); Buissap-ის გლობალური ფორუმი და სხვა შთამბეჭდავი ღონისძიებები.

თანამედროვე მსოფლიოში ნოვაცია და მეწარმეობა მნიშვნელოვანი ტენდენციებია და ამ თვალსაზრისით სომხეთი მსოფლიოში ყველაზე ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გთავაზობთ, განსაკუთრებით ინოვაციების სფეროში. სომხეთში ინვესტიციების ეფექტურობის თვალყურის დევნება ადვილია: ეს არის მცირე ქვეყნის უპირატესობა. გარდა ამისა, სომხეთში მოქმედებს კანონი „ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ — საგადასახადო შეღავათების სისტემა IT სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის.

სომხეთი მდიდარი ისტორიის, განათლების, მაღალი კულტურის ქვეყანაა და სამეცნიერო ღირებულებას აფასებს: აქ განვითარებულია ზუსტი მეცნიერებები, განსაკუთრებით მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.

დღეს სომხეთს რეალური პოტენციალი აქვს, იყოს ლიდერი ისეთ სამეცნიერო დარგებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, ბიოინჟინერია და მანქანათმცოდნეობა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ათი წლის შემდეგ შესაძლებელია სომხეთის სამეცნიერო სფეროში ისეთი ეტაპების დადგენა, რომელთა წყალობითაც, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, შევიდეს მსოფლიოს ტოპ ათეულ ინოვაციურ ქვეყნებში. ამ კონტექსტში აღსანიშნავია გლობალური ინოვაციების ფორუმის როლი, რომელიც სავიზიტო ღონისძიებად მიიჩნევა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. იგი სომხეთში მეოთხედ იმართება. ეს არის უნიკალური პლატფორმა მსოფლიო დონის მეცნიერების, ბიზნესმენების, დარგის წამყვანი ექსპერტების შეხვედრისთვის და ქმნის ხიდს მეცნიერებასა და ბიზნესს, მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის.

5-6 ოქტომბერს ერევანში გაიმართება GIF22, რომლის მთავარი თემა იქნება სიცოცხლის გარდამტეხი ტექნოლოგიები. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. წელს ფორუმის მთავარი მომხსენებელი ნუბარ აფეიანია, რომელიც ინოვაციური კომპანიის Moderna-ს თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ეს უკანასკნელი რნმ-ის ვაქცინებს აწარმოებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.

აფეიანი არის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული კომპანია “Flagship Pioneering”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. იგი თავისი ბუნებით უნიკალურ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს ავითარებს და აფინანსებს, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მდგრად განვითარებაზე. ნუბარ აფეიანი ბიოტექნოლოგიისა და ბიომედიცინის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენია შეერთებულ შტატებში. კომპანია Flagship Pioneering-ს თავისი წვლილი აქვს შეტანილი 100-ზე მეტი სამეცნიერო კომპანიის შექმნაში, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანიის დახმარების წყალობით 50-ზე მეტი პრეპარატი კლინიკური შემუშავების პროცესშია. ბოლო 35 წლის განმავლობაში მან შექმნა 60-ზე მეტი კომპანია და 100-ზე მეტი გამოგონების ავტორია.

გლობალური ინოვაციების ფორუმის მომხსენებლები არიან მეცნიერები, რომლებსაც აქვთ მაღალი ჰირშის ინდექსი (h-index, საშუალო ინდექსი 126), წამყვანი ექსპერტები ინოვაციებისა და ბიზნესის სფეროში. წელს ფორუმს 20-ზე მეტი ქვეყნის მონაწილე დაესწრება.

მათ შორის არიან მკვლევრები Moderna-დან, “Flagship Pioneering”, AI Fund, McKinsey & Company, AECOM, ABBY, Syniverse Technologies კომპანიებიდან, მსოფლიო ბანკისა და Silicon Valley-ის წამყვანი სტარტაპების უფროსი წარმომადგენლები. მომხსენებელთა სრული სია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

21-ე საუკუნე მაღალტექნოლოგიური ინოვაციების და არასტანდარტული ინტელექტუალური გადაწყვეტილებების პერიოდია. ფორუმის მომხსენებლები წარმოადგენენ უახლეს სამეცნიერო მიგნებებს, განიხილავენ მათი გამოყენების ეფექტურ მიდგომებს ბიზნესში და ადამიანის საქმიანობის სხვა სფეროებში. GIF22 შეუცვლელი შესაძლებლობაა ყველა მონაწილისთვის იყოს სამეცნიერო დებატებისა და უაღრესად საინტერესო დისკუსიების ეპიცენტრში, განიცადოს სომხური ტექნო-შემოდგომის მთელი დინამიკა. ფორუმზე ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ, აქ გაიაროთ.


ფონდი FAST დაარსდა 2017 წელს, რათა ხელსაყრელი ეკოსისტემა შეიქმნას სომხეთში, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამეცნიერო პროგრესის ხელშეწყობისთვის. ფონდის ხედვაა, დაეხმაროს სომხეთს, გახდეს წამყვანი ინოვაციური ქვეყანა 2041 წლისთვის. ამ მიზნით, ფონდი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. თითოეული მათგანი სამ მნიშვნელოვან საყრდენში ღრმა ცვლილებების მოტანას ისახავს მიზნად: განათლება, მეცნიერება და სამეცნიერო შედეგების კომერციალიზაცია. 2022 წელს FAST აღნიშნავს დაარსების მეხუთე წლისთავს, რომლის ფარგლებშიც დიდი ღონისძიებები იგეგმება როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 [პარტნიორის კონტენტი]

ჩინურმა სათამაშო კომპანიამ აღმასრულებელ დირექტორად ჰუმანოიდი რობოტი დანიშნა

Rolls-Royce-ის Black Badge მოკლემეტრაჟიანი ვესტერნის მთავარი გმირია