GIF-ები ყველგან გვხვდება: პოსტებში, ელფოსტებში, Slack-ში, Viber-სა და სოციალურ მედიაში. ერთი სიტყვით, სხვადასხვა არხზე მათ ყოველდღიურად იყენებენ, რადგან GIF-ები გზავნილს უფრო ცოცხალს, ადამიანურს და ემოციურს ხდის.
GIF (Graphics Interchange Format) არის ანიმირებული სურათი, რომელსაც იყენებენ როგორც პირად მიმოწერაში, ისე ბრენდულ კომუნიკაციაში. ამიტომ, თუ გაინტერესებს, როგორ შექმნა GIF, სად იპოვო მზა ანიმაციები და როგორ გამოიყენო ისინი მარკეტინგში – ეს მოკლე გზამკვლევი შენთვისაა.

როგორ დავიწყოთ GIF-ების შექმნა
GIF-ების შექმნა ბევრად მარტივია, ვიდრე შეიძლება გეგონოს. არ გჭირდება დიზაინის სიღრმისეული ცოდნა, არამედ მხოლოდ სწორი ინსტრუმენტი.
საუკეთესო ხელსაწყოები GIF-ების შესაქმნელად არის:
- GIPHY – GIF-ების უდიდესი ბიბლიოთეკა და მარტივი GIF Maker (ვიდეოდან ან YouTube ლინკიდან)
- Canva – შაბლონები, ანიმაციები, ვიდეოდან GIF-ის შექმნა
- Adobe Photoshop – მეტი კონტროლი და პროფესიონალური შედეგი
- Ezgif – დიდი რაოდენობის სურათების ატვირთვა და მარტივი რედაქტირება
- Imgflip – ტექსტის დამატება, სიჩქარის შეცვლა
- Zight / Recordit – ეკრანის ჩაწერა GIF-ად (იდეალურია ტუტორიალებისთვის)
- Adobe Express – ბრაუზერიდან სწრაფი GIF-ების შექმნა
შექმნის გარდა, თუ უკვე მზა გიფების პოვნა გსურთ, აქაც გაგიზიარებთ ყველაზე ცნობილ და მარტივად ხელმისაწვდომ ბიბლიოთეკებს:
- Canva – ბრენდზე მორგებული სტილი
- GIPHY – ყველაზე დიდი არჩევანი
- Tenor – მარტივი და სწრაფი ძებნა
- Tumblr – GIF კულტურა და ტრენდები
- Imgur – ვირუსული კონტენტი
- Google Images – ფილტრი: Type → GIF
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ: GIF-ების უმეტესობა დაცულია საავტორო უფლებებით. შესაბამისად, მარკეტინგული აქტივობისთვის საკუთარი GIF-ის შექმნა ყველაზე უსაფრთხოა.
დაბოლოს, გიზიარებთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ გიფები მარკეტინგში:
1. ბრენდის ხასიათის საჩვენებლად
2. მარკეტინგულ კამპანიებში
3. How-to და პროცესების ასახსნელად
4. მომხმარებლის მომსახურებაში
5. მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის
6. ელფოსტის მარკეტინგში
7. დღესასწაულებისა და ღონისძიებების აღსანიშნად
8. მონაცემების ვიზუალურად გასაცოცხლებლად
9. კონტენტის გასავრცელებლად
10. ჩართულობის გასაზრდელად (მაგ. „რომელი GIF აღწერს შენს დღეს?“)










