in ,

Giffer – მოწყობილობა მოძრავი ფოტოების გადასაღებად

Startauperi
Startauperi

gifferსულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე ფოტოების გადასაღები ჯიხურები თუ აპარატები, რაც სტუმრებისთვის გართობის კარგი საშუალებაა, ხოლო კომპანიები ცდილობენ ღონისძიების სტუმრები ბრენდირებული ფოტოებით დაბრუნდნენ სახლებში. უკვე 6 თვეა რაც მათ ახალი შესაძლებლობა აქვთ. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით გიფების გადაღება შესაძლებელია სრულიად უფასოდ. მარკეტერი Giffer-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს გიორგი კონტუაძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: გვიამბეთ პროექტის შესახებ 

ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ გართობის აღსაბეჭდად მხოლოდ ერთი კადრი საკმარისი აღარ არის. გიფერი გართობის მოყვარულებისთვის შევქმენით. სხვადასხვა ღონისძიებებზე სტუმრებს გიფების გადაღების საშუალებას ვაძლევთ. გიფერი თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია. აქ, საქართველოში ავაწყვეთ.

M: ვინ არიან თქვენი პოტენციური მომხმარებლები ?

გიფერი ყველა ასაკის მომხმარებლისთვის არის გათვლილი. გიფერი კარგი საშუალებაა კორპორატიული წვეულების, დაბადების დღის, ქორწილის, ფესტივალისა თუ მეგობრების შეკრების აღსაბეჭდად. მოკლედ გიფერი ყველასთვისაა.გიფერი

M: ჯერ მხოლოდ 6 თვეა რაც არსებობს გიფერი, რამდენად არის დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

6 თვის მანძილზე უკვე 50-მდე ღონისძიებაზე იყო გიფერი. დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდანაც არის.

M: როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა გიფერის პოპულარობა?

გიფერს ძალიან კარგი თვისებები აქვს, მაგალითად ის, რომ ყველა გიფი იბრენდება. შესაბამისად მომხმარებლების მიერ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გაზიარებულ გიფებს მოყვება ბრენდირება (ლოგო), რომელიც კომპანიას წინასწარ აქვს დატანილი გიფერზე. ასევე შესაძლებელია თვითონ აპარატის დაბრენდვაც.

M: სად იტვირთება გადაღებული გიფები?

ჩვენ გვაქვს ვებ გვერდი – www.giffer.ge, სადაც იქმნება კონკრეტული ივენთისთვის სივრცე და იტვირთება ყველა გადაღებული გიფი. ეს გვერდებიც ბრენდირებულია. გიფერს ასევე შეუძლია ინტეგრირდეს ნებისმიერი კომპანიის ფეისბუქ გვერდზე, ისე რომ ყველა გადაღებული გიფი უკვე კომპანიის გვერდზეც გამოჩნდეს.

giffer.geM: როგორც თქვით გიფერი საქართველოშია დამზადებული, არსებობს თუ არა მისი ანალოგი საზღვარგარეთ?

ჩვენი ინფორმაციით გიფერის ანალოგი არ არსებობს. უახლოეს მომავალში ველოდებით პატენტს და ვაპირებთ ექსპორტსაც.

BetterFly – “ბორჯომი 125” პროექტის შესახებ

ქართული „სტარტაპები“ ბიზნეს იდეებს 5 ქვეყნის ინვესტორებს წარუდგენენ