in

ხელოვნების ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება.18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე მაყურებელი, სხვადასხვა სივრცეში, ევროპისა და აზიის ქვეყნების კულტურის სხვადასხვა დარგის ნამუშევრებს იხილავს.

 

 

ფესტივალი  „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით გაიხსნება. გაიმართება სკანდინავიური, იტალიური, ქართული თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები.  შედგება სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა. გარდა ამისა, დაგეგმილია, იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით – „David di Donatello 2017“ – დაჯილდოებულ მხატვრული ფილმის „სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni) ჩვენება, რომელსაც რეჟისორი ჯანფრანკო კაბიდუც დაესწრება. ფესტივალი ჰოფეშ შეხტერის დასის წარმოდგენით „შოუ“ დაიხურება.

„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და ქალაქმა „საჩუქარი“ შეინარჩუნა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილი დღესასწაული იყო. ფესტივალი უკვე 21-ე წელია ტარდება და დღესაც თანამედროვე და აქტუალურია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

ადამიანები სეულიდან! – ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციები

ევა გრინი Jaguar-ის ელექტრომობილის რეკლამაში!