საჩუქრების არჩევა ხშირად საკმაოდ რთული პროცესია — ცდილობ, რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული აჩუქო. თან ისეთი, მართლა რომ მოეწონება. ასეთ დროს მთავარი ამოსავალი წერტილი ისაა, თუ რა უყვარს ადრესატს ყველაზე მეტად. ამის გარეშე ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება… სწორედ ამ იდეაზე ააგო Etsy-მ, გლობალურმა იქომერს პლატფორმამ, Super Bowl-ისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი.
30-წამიანი სიუჟეტი ისტორიულ წარსულში გვაბრუნებს, როდესაც ფრანგებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აშშ-ს თავისუფლების ქანდაკება აჩუქეს. თუმცა ვიდეორგოლში ყველაფერი სახალისო, იუმორისტულ ჭრილშია წარმოჩენილი — ახლა თავად რა უნდა აჩუქონ ფრანგებს?! ეპოქისთვის სრულიად შეუსაბამოდ, აქ ჩნდება ბრენდის AI ფუნქცია, რომელიც იდეალური საჩუქრების შერჩევაში ეხმარება მომხმარებლებს.
ბუნებრივია, კამპანია ბევრ კულტურულ სტერეოტიპს შეიცავს და ასე იღებენ ფრანგები ყველას თავისუფლების ქანდაკების სანაცვლოდ.