in

გაიცანით კომპანია Gifty, რომელმაც ჯადოსნური ემოციებით სავსე სასაჩუქრე ბოქსები შექმნა

კომპანიები დღესასწაულებზე პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის ორიგინალური და საინტერესო საჩუქრების შერჩევას სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. ეს არის პატივისცემის, მადლიერების, მეგობრობისა და ერთად დაძლეული სირთულეების სიმბოლური გამოხატულება. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე საკმაოდ ბევრი კომპანია სთავაზობს ასეთ კორპორაციულ სერვისს დამკვეთებს და ეხმარება სასაჩუქრე იდეების შერჩევაში. 

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Gifty, რომელიც პირველად გასულ ახალ წელს გამოჩნდა ბაზარზე და წარმატებული სტარტიც აიღო.

„Gifty-ის იდეა იმას ეფუძნება, რომ გვსურდა საჩუქრების ჩუქებისგან გამოწვეული ბედნიერება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, შეგვექმნა სასაჩუქრე ბოქსები, რომლებიც იქნებოდა განსხვავებული, ორიგინალური და ისეთივე პოზიტიური, ჯადოსნური ემოციების მომგვრელი, როგორც თვითონ ახალი წელია. ვფიქრობთ, რომ ასეთი წარმატებული სტარტის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო – თავიდანვე რაღაც ახალი და მრავალფეროვანი შევთავაზეთ დამკვეთებს და მაქსიმალურად მოვერგეთ მათ სურვილებს“, – ასე იხსენებენ Gifty-ში პირველ ნაბიჯებს. 

2023 წელს გუნდის წევრებმა კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დაისახეს და მიღწეულმა შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა 30-ამდე დამკვეთს 20 000-ზე მეტი თანამშრომლისთვისა და პარტნიორისთვის შეურჩიეს საახალწლო საჩუქარი, მათ შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: Gepha, მ2, Evolution, ავერსი, Majorel Georgia, მეგალაბი, მადარტი, ამბასადორი, ინექსი, ირაო, შანგრილა და სხვა.  ამიტომაც Gifty-ს გუნდის წევრებს ვთხოვეთ, გამოეყოთ, ის 3 მთავარი უპირატესობა, რაც მათ კონკურენტებისგან გამოარჩევთ:

ჩვენი მთავარი უპირატესობა ორიგინალურობაა. მაგალითისთვის, წელს ჩვენი საახალწლო ბოქსები ემოციურობით გამოირჩეოდა  –  სასაჩუქრე ყუთის გახსნისას ირთვებოდა Home Alone-ის ყველასათვის საყვარელი მელოდია და ულამაზესი განათება. ამ, ერთი შეხედვით, მარტივმა ხერხმა Gifty-ს საჩუქრის „ანბოქსინგი“ ჯადოსნურ და დაუვიწყარ გამოცდილებად გადააქცია.

ბევრი ვიმუშავეთ ვიზუალურ მხარესა და ესთეტიკაზეც. ექსკლუზიურად ჩვენი ბოქსებისთვის შეიქმნა ილუსტრაცია, რომელზეც იმუშავა გრაფიკოსმა დიზაინერმა და ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ. შედეგად, სასაჩუქრე ბოქსი იმდენად გამორჩეული იყო, რომ ერთი შეხედვისთანავე საახალწლო განწყობითა და პოზიტიური ემოციებით გავსებდა.

ასევე Gifty-ს ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა არის მოქნილობა, დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებზე მაქსიმალური მორგება. ვითვალისწინებთ ბრენდინგს, ბიუჯეტს, შიგთავსთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს, ორგანიზაციულ კულტურას და სხვა. 

წელს, მაგალითად, ორმა დამკვეთმა, ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Majorel Georgia და Evolution, 9000-ამდე თანამშრომლისთვის გვანდო საახალწლო საჩუქრების შერჩევა და გვთხოვა, რომ სპეციალურად მათთვის შეგვექმნა სახალისო სამაგიდო თამაში. ეს თამაშები უნდა ყოფილიყო მორგებული მათ კულტურაზე, მათი თანამშრომლების ინტერესებსა და ყოველდღიურ სამსახურებრივ გამოწვევებზე. ამ დავალების შესასრულებლად დავუპარტნიორდით მეგობარ სტარტაპს, რომელსაც უკვე რამდენიმე წარმატებული და საკმაოდ პოპულარული სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი, როგორებიცაა „მახათი“ და „სასმისი“. მათთან ერთად ორივე დამკვეთისთვის შევქმენით ახალი სამაგიდო თამაშები, სახელწოდებებით Aloha და Evoke, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და საოცრად კარგი უკუკავშირი მივიღეთ დამკვეთებისგან“.

საერთო ჯამში, Gifty-ს გუნდის წევრები 2023 წელს აფასებენ, როგორც ბევრი გამოწვევის, ზრდისა და საინტერესო გამოცდილებების წლად, გაოთხმაგებული შედეგით, რომელიც 2 წლის სტარტაპისთვის მართლაც განსაკუთრებული მიღწევაა. „ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ამ 2 წლის შედეგად გვაქვს ამბიცია, რომ საჩუქრების კომპანია Gifty გახდეს ნომერ პირველი არჩევანი ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საჩუქარს არჩევ”.

ბოლოს კი სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებენ. გარდა კორპორაციული საჩუქრების ხაზისა, რომელიც კვლავ რჩება მათ პრიორიტეტად და მიზნად ისახავენ, რომ მთავარი მოთამაშე გახდნენ ბაზარზე ამ მიმართულებით, გეგმავენ საცალო გაყიდვების დაწყებასაც. ამასთან, უმნიშვნელოვანესია პარტნიორებისა და მომწოდებლების რიცხვის გაზრდა, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო არჩევანი შესთავაზონ და შესაძლებლობები გაზარდონ.

[R]

როგორ ავარიდოთ თავი დალევას? — Heineken-ის კამპანია

5 წიგნი მოტივაციის ასამაღლებლად