29
Nov
2017

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 50 თანამშრომელს ევროპაში მოგზაურობა დაუფინანსა

29 Nov 2017

ადამიანური რესურსები ორგანიზაციის ფუნქციონირების წამყვანი ძალაა და ეს დამოკიდებულება ეტაპობრივად იმკვიდრებს თავს თანამედროვე ქართულ მენეჯმენტშიც. საქართველო შედარებით ახალბედაა ადამიანური რესურსების მიდგომების, თანამშრომლების მოტივირების თვალსაზრისით, თუმცა საინტერესო ტენდენციებს ამ მიმართულებით სულ უფრო ხშირად ვაწყდებით.

 

GIG საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია (Georgian Industrial Group), რომელიც ნახშირის მოპოვებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და სხვა მიმართულებებს აერთიანებს. ჰოლდინგს 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და ამჟამად, აქ 3500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ცოტა ხნის წინ, GIG-მა აარჩია 50 თანამშრომელი, რომელთა უმეტესობას ტექნიკური და საკომუნიკაციო პერსონალი წარმოადგენდა და ბუდაპეშტსა და ვენაში მოგზაურობა დაუფინანსა. დეტალებზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი თამარ კანაშვილი გვესაუბრა.

M: რას წარმოადგენს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი?

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისაქართველოში ერთერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 3500-ზე მეტი თანამშრომლით და როგორც ერთერთი უდიდესი  ბიზნეს კომპანია. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ნახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირით ვაჭრობა, უძრავი ქონების მართვა და სხვა.

M: როგორ გესმით “თანამშრომლების წახალისება” და რა მიდგომა გაქვთ ამ მიმართულებით?

თანამშრომლების წახალისება და განვითარებაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. მუდმივად გაფართოებადი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია ერთდროულად რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობს, რომელთაგან უმეტესი ინდუსტრიულ ბაზარზე მოღვაწეობს და 3500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის რენტაბელურობა განპირობებულია არამხოლოდ სწორი საბაზრო სტრატეგიებით, არამედ თანამშრომლებზე განუწყვეტელი ზრუნვითა და მათი მოტივაციის ამაღლებით.  კომპანიას ნათლად აქვს გააზრებული თანამედროვე მიდგომა: ადამიანი ორგანიზაციული ეფექტურობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ჯანსაღი საკვები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს ცენტრი და საუნა, რომლით სარგებლობაც სამუშაო საათებშიც შეუძლიათ დასაქმებულებს, თავისუფალი სამუშაო სივრცეები სუფთა ჰაერზე, პარკინგის ადგილი, ტრენინგებისა და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობები, განსხვავებული და საინტერესო კორპორაციული ღონისძიებები თანამშრომელთა განწყობის ასამაღლებლად.

დღესასწაულებზე ქალაქში ხშირად გვხვდება ობიექტები, რომლებიც კლიენტების მოსაზიდად სადღესასწაულოდ ირთვება, ინდუსტრიული ჯგუფი ამას თანამშრომლებისთვის აკეთებს.

აქ არ შეგეშინდება შეცდომის, ყველა ერთიან საქმეს აკეთებს ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის მხარდაჭერით! მე ვამაყობ, რომ საქართველოში არის კომპანია, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს თანამშრომელზე ორიენტირებული, თანამშრომლის ბედნიერებაზე მზრუნველი კომპანია!

M: ცოტა ხნის წინ, თანამშრომლები სამოგზაუროდ გაუშვით ევროპაში. რა კრიტერიუმით აარჩიეთ ისინი და რა მარშრუტი აარჩიეთ?

კომპანიაში თითოეული ადამიანის ჩართულობა მაღალია და მნიშვნელოვანი! ძალიან რთული იყო გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა 50 თანამშრომელზე. ბუდაპეშტი-ვენის ტურისთვის შერჩევის კრიტერიუმი არ ყოფილა მენეჯერული პოზიცია ან თანამდებობა. წარმოდგენილები იყვნენ, როგორც შვილობილი კომპანიის ტექნიკური პერსონალი, ასევე ისინი ვისაც უშუალოდ უწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია, თუმცა სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ.

M: რა მოლოდინი გაქვთ, როგორ აისახება ეს თანამშრომლების პროდუქტიულობაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში?

თანამედროვე ტენდენციების დანერგვით ორგანიზაციის შიგნით,  მზრუნველობით, გასვლითი ღონისძიებებით, სხვადასხვა აქტივობებით, თანამშრომლებზე ფიქრითა და მოტივაციის სტრატეგიების გათავისებით საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ცდილობს შეკრას პროფესიონალთა გუნდიოჯახი, რომელიც ყოველთვის მზად არის კომპანიის მიზნების შესასრულებლად და  ერთმანეთის დასახმარებლად.

განხილვა