in

გიგა აბულაძე – #პირველისამსახური

გიგა აბულაძე1
გიგა აბულაძე

ოფიციალურად, 25 წლის ასაკში დავსაქმდი პირველად – თავდაცვის სამინისტროში, თუმცა, რეალურად 16 წლიდან აქტიურად ვმუშაობ, პირველი საქმე 11 წლის წინ დავიწყეთ მეგობრებმა, როდესაც ქართული კიბერ-სამყარო ფეხს იდგამდა. თავდაპირველად, ონლაინ ჩეთი შევქმენით. მალე გადავეწყვეთ ვარეზ-პორტალად, სადაც პირატულად მოპოვებული ფილმები და თამაშები იტვირთებოდა, პროექტმა მცირე ხანში მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ გუნდის შენარჩუნება, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, არ იყო ადვილი, ხშირად მიხდებოდა ვებ-დეველოპერების, მტვირთავებისა და მოდერატორების ცვლა. ეს, ერთი შეხედვით, სახუმარო პროექტი, რეალურად, დიდ მენეჯერულ უნარებს მოითხოვდა ჩემგან, შემდეგ შეიქმნა საქვეყნოდ ცნობილი None.Ge, 2006 წლის შემდგომ თინეიჯერების მრავალი თაობა კინოთეატრში პრეზენტაციამდე, ძირითადად ჩვენთან უყურებდა უახლეს ფილმებს, სრულიად უსასყიდლოდ!

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის არსებობის შესახებ იმ დროისთვის არაფერი ვიცოდი, რეალურად პროექტი ამ კუთხით საკმაოდ გამართული იყო. არასოდეს დამავიწყდება შეგრძნება, რომელიც საიტზე პირველი გაყიდული რეკლამის შემდეგ დამეუფლა, ყველაზე გემრიელი 5$ რომელიც ცხოვრებაში მომიპოვებია. ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რომ ვარეზ-პორტალით ვერ გამდიდრდები, მაგრამ, როდესაც რაღაც ტიპის პროცესში ხარ ჩართული, ინსპირაცია და საქმის კეთებისას მიღებული ენდორფინები გაცილებით მეტია, ვიდრე ციფრებში გამოსახული მოგების კოეფიციენტი.
ხსენებულმა ბატალიებმა უდიდესი გამოცდილება შემძინეს, გამომიმუშავდა ისეთი ძვირფასი უნარი, როგორიც არის პასუხისმგებლობა ჩემი გუნდისა და საქმის წინაშე. მასწავლა, რომ ვერ იქნები კარგი ხელმძღვანელი, თუკი მხოლოდ პრობლემების მოგვარებით დაკმაყოფილდები. ასევე, მასწავლა გუნდთან სწორი კომუნიკაცია. აუცილებელია, ყოველდღიურად იზრუნო თანამშრომლების მოტივაციაზე, გაიგო თითოეული დასაქმებული ადამიანის ხასიათის შტრიხები, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი გამოწვევები გველოდება, მათთან გამკლავებისას, თავისი შეტანილი წვლილის შესახებ, ყველამ უნდა იცოდეს. ეს ჩვევა დღემდე მეხმარება სტარტაპის საქმეების გაძღოლისას.
Nonege
Nonege-Raiting
გიგა აბულაძე1

მშიერი ბავშვებისთვის საკვების მიწოდების საუკეთესო გზა MasterCard–ისგან

Bridgestone Black Sea Cup-2016