27
Mar
2019

დევიდ ლინჩი ახალი ქართულ – ამერიკული ფილმის პროდიუსერი იქნება

27 Mar 2019

დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში ქართულ – ამერიკულ ფილმს იღებს. უკვე ცნობილია მისი სახელი – კოპროდუქციას „სხვა მე“ [“Another Me”] ერქმევა. სურათის პროდიუსერი თავად დევიდ ლინჩი, რეჟისორი კი გიგა აგლაძე იქნება.

დევიდ ლინჩი, გიგა აგლაძე, ლოს-ანჟელესი, 2017
David Lynch Foundation Caucasus

ინფორმაცია ამის შესახებ გიგა აგლაძემ გამოცემა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა. ცნობილია, რომ ფილმში ჯიმ სტარჯესი, ანდრეა პეჯიჩი, ჯეკ როთი, ჯანეტ მაკტირი და ჟორდი მოლია ითამაშებენ. ფილმის გადაღებები მაისში დაიწყება.

გიგა აგლაძე კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდი პრეზიდენტია. ორგანიზაცია 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. 

ფონდი რამოდენიმე მიმართულებით მუშაობს. მთავარი მიზანია ტრამვული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მათი ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების, შრომისუნარიანობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირება ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის მეშვეობით.

დევიდ ლინჩი, გიგა აგლაძე, ლოს-ანჟელესი, 2017
David Lynch Foundation Caucasus

ასევე, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის კინო სკოლის და კინოფესტივალის დაარსება.

ფონდი გასცემს სტიპენდიებს სტუდენტებისთვის, ვეტერანებისთვის, ჯარისკაცებისთვის, შ.შ.მ პირებისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულ პირებისთვის, პოსტ ტრამვული სტრესის მქონე ადამიანებისთვის – რათა მათ შეძლონ TM ტექნიკის შესწავლა და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება

განხილვა