in

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩის გიგა ჭიკაძის ახალი ბრძოლა დაანონსებულია

აჭარაბეთის“ საპატიო ელჩს, UFC (Ultimate Fighting Championship) ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს 25 აგვისტოს  COVID-19 დაუდგინდა. თვითიზოლაციაში იმყოფება და საბედნიეროდ, თავს კარგად გრძნობს.

„როგორც იცით, 25 აგვისტოს დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც გაუქმდა ჩემი ბრძოლა  ალექს კასერესთან. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ ვარჯიშს და უკვე 1 კვირაში შევძლებ, გუნდთან ერთად გავაგრძელო მომზადება.

ჩემი შემდეგი ბრძოლა აბუდაბიში, მებრძოლთა კუნძულზე, 10 ოქტომბერს გაიმართება. დავუპირისპირდები ვენესუელელ მებრძოლს ომარ მორალესს, რომელიც არის ძალიან წარმატებული მებრძოლი, მას 10 ბრძოლა აქვს  ჩატარებული და ათივე მოგებული.

დიდი მოლოდინი მაქვს ამ ბრძოლის, ჩემს სტილში მომიწევს ბრძოლა და მინდა, მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზო“-განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

 

[პარტნიორის კონტენტი] 

Acer-ის პირველი 5G ლეპტოპი, თაჩსქრინითა და Wacom-ის კალმით

„ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!