დევიდ დათუნასა და მის ნამუშევრებს თქვენ უკვე იცნობთ. მისი თქმით, ეს არის კონცეპტუალური არტი და როგორც ხელოვანი, ინსპირაციას ყველაფერში ეძებს. ის აკავშირებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა არტი და პოლიტიკა, არტი და მედიცინა და ა.შ. მისი შემოქმედება ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზია. ამჯერად, ხელოვანმა, სიცოცხლის ჯილდო გადასცა კომპანია GILEAD-ს, რომელიც საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს უკვე 1.5 წელზე მეტია უსასყიდლოდ აწვდის. C ჰეპატიტის შედეგად, ათასობით ადამიანი განიკურნა C ჰეპატიტისგან. ინსტალაცია, რომელიც დათუნამ GILEAD-ს უსახსოვრა, არის სათვალეების მინებისგან შექმნილი გული, რომლის უკან საქართველოს მოქალაქეების ფოტოებია განთავსებული.
დავით დათუნას თქმით, GILEAD-ი სიცოცხლეს უნარჩუნებს ადამიანებს, რაც აღმაფრთოვანებელია და როგორც სიმსივნისგან განკურნებულმა პაციენტმა, საკუთარი შემოქმედებით გადაწყვიტა მადლიერების გამოხატვა. ღონისძიება 7 დეკემბერს, ვაშინგტონში ჩატარდა, ანდერსონის ისტორიულ სახლში და მას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი











