მეცნიერებმა სამი უზარმაზარი იქთიოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. მათ შორის ერთ-ერთის კბილი იმდენად გიგანტური ზომისაა, რომ ამავე სახეობის სხვა წარმომადგენლების კბილების ზომებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. შესაძლოა, ამან დიდი გავლენა იქონიოს პრეისტორიული ევოლუციის ჩვენეული გაგების შესახებ.
ევროპელმა მკვლევართა ჯგუფმა ნამარხები შვეიცარიის ალპებში აღმოაჩინა, კერძოდ, გეოლოგიურ წარმონაქმნში, რომელიც გვიანი ტრიასული პერიოდით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ზოგიერთი ადრეული დინოზავრი იქნა აღმოჩენილი.
აღდგენილი კბილი, რომელსაც გვირგვინის უმეტესი ნაწილი აკლია, დაახლოებით ოთხი დიუმის სიგრძისაა და ორჯერ ფართო ფესვი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცნობილ წყლის ქვეწარმავალს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უძველესი გიგანტი, რომელსაც ის ეკუთვნოდა, 49 ფუტის სიგრძის უნდა ყოფილიყო — ეს ზრდასრული ლურჯი ვეშაპის სიგრძის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს.
„პალეონტოლოგიისთვის დიდი სირცხვილია, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ამ გიგანტური იქთიოზავრების შესახებ, მიუხედავად მათი ნამარხების არაჩვეულებრივი ზომისა“, — აღნიშნავს გერმანიის ბონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი, მარტინ სანდერი.
დამალული გიგანტები
კვლევის მიხედვით, კბილი შეიძლება წარმოადგენდეს იქთიოზავრის კბილების ზომის ზედა ზღვარს. ასევე, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ გვიანი ტრიასული იქთიოზავრები, რომლებიც 200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, გაცილებით დიდი ზომის იყვნენ, ვიდრე იურული წარმომადგენლები.
ჯერ კიდევ რთული სათქმელია, ზუსტად ვის ეკუთვნის ეს გიგანტური კბილი — დიდ იქთიოზავრს გიგანტური კბილებით თუ გიგანტურ იქთიოზავრს საშუალო ზომის კბილებით… სანდერის თქმით, იქნებ, მყინვარების ქვეშ იმალებოდეს გიგანტური ზღვის არსებების მეტი ნაშთი. კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპისა და ნახშირბადის ემისიების გათვალისწინებით, შეიძლება, მის კითხვას მალე გაეცეს პასუხი.