in

ტაილანდელები გიგანტური ხალიჩით საფრთხეზე მიგვანიშნებენ

პლასტმასით დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის. მართალია, უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ პლასტმასა დიდ ზიანს აყენებს გარემოს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება მისი მოხმარება, ხელმისაწვდომობისა თუ პრაქტიკულობის გამო… ამიტომ, კვლავ ბევრი სამუშაოა ცნობიერების ამაღლების კუთხით. თუმცა, უკვე საკმარისი აღარ არის უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ პრობლემა არსებობს, გამოსავალიც უნდა შევთავაზოთ მათ და რეალური ალტერნატივაც. 

ეს უზარმაზარი ხალიჩაც სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ისახავს მიზნად — მხოლოდ ვიზუალურად მომხიბვლელი კი არ არის გამვლელებისთვის, არამედ პლასტმასის პრობლემის შესახებაც ჰყვება და პოტენციურ პასუხებსაც გვთავაზობს.

ტაილანდის Laan Kon Muang Plaza-ზე მოთავსებული ფერადი ხალიჩა 875 კვადრატულ მეტრზეა დაფენილი და 532 ნაწილისგან შედგება. ტრადიციული ტაილანდური ქსოვის პრინციპით შექმნეს, რითაც Bangkok Design Week-ისთვის ფუნქციური ინსტალაციაც მიიღეს. რაც მთავარია, ყოველი ნაწილი გადამუშავებადი პლასტმასისგანაა შექმნილი — წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის პლასტმასაზეა საუბარი… 

რაც შეეხება ფერებს, Wat Suthat Thepwararam-ს შეუხამეს, თუმცა, ამასთან, თითოეულსაც შესძინეს მნიშვნელობა — წითელი პლასტმასის იმ პროცენტობას ასახავს, რომლებიც ნაგავსაყრელებზე ხვდება, სტაფილოსფერი მიგვანიშნებს, რამდენს ყრიან სანიტარულ ნაგავსაყრელებზე, ყვითელი იმ პლასტმასაზე, რომლის შეგროვებაც ვერ ხდება, ხოლო მწვანე უკვე გადამუშავებად პლასტმასაზე მიგვითითებს. 

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

პირადი დაცვის Uber-ის პრინციპით დაქირავებისთვის, ამერიკულმა სტარტაპმა აპლიკაცია შექმნა

Pizza Hut-მა და Lay’s-მა ხრაშუნი გარეპეს