in

ავსტრალიაში გიგანტური ზომის დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს!

მეცნიერები დინოზავრს კუპერის მეტსახელით მოიხსენიებენ

ავსტრალიაში, ქვინსლენდში ახლად აღმოჩენილი გრძელ კისრიანი დინოზავრი ყველაზე დიდი არსებაა, რომელსაც ამ კონტინენტზე ოდესმე უარსებია. დინოზავრს Australotitan cooperensis, მეორენაირად კი “სამხრეთელი ტიტანი კუპერიდან” ეწოდება. თუმცა მისი ნაშთის აღმომჩენი მეცნიერები დინოზავრს კუპერის მეტსახელით მოიხსენიებენ.

კუპერი ზავროპადების ჯგუფს განეკუთვნება, რომლის სიგრძეც თითქმის 30 მეტრი, ხოლო სიმაღლე 6.5 მეტრი იქნებოდა. გამოდის, დინოზავრი დაახლოებით კალათბურთის მოედნის სიგრძის იყო… რაც შეეხება მასას, ის სავარაუდოდ 15-დან 82 ტონამდე იწონიდა, რაც, მკვლევართა თქმით, 1400 კენგურუს ერთობლივი მასის ეკვივალენტურია.

იმაში დასარწმუნებლად, რომ კუპერო ახალ, აქამდე უცნობ სახეობას განეკუთვნება, მისი ძვლები სათითაოდ შეადარეს ქვინსლენდსა და გლობალურად აღმოჩენილ ძვლებს. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სკოტ ჰოკნალი აღნიშნავს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყო. ამიტომაც, პროცესის მეტნაკლებად დასაჩქარებლად, მკვლევრებმა 3D სკანირების ტექნოლოგია გამოიყენეს და დინოზავრის თითოეული ძვალი გააციფრულეს.

საბოლოოდ, გუნდის ანალიზმა ცხადყო, რომ კუპერი ბოლოს აღმოჩენილ ზავროპადთან ახლონათესაურ კავშირში იმყოფებოდა. ისინი 92-96 მილიონი წლის წინ, ცარცულ პერიოდში ცხოვრობდნენ, როდესაც ავსტრალია და ანტარქტიდა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

ვისკის ყოველდღიური დღესასწაული – Glenmorangie-ს ახალი კამპანია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისათვის სახელის დარქმევის უფლება იყიდება