in

გიგანტურმა მთებმა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუცია გამოიწვია

ეს პროცესი ცხოველებისა და უჯრედების წარმოქმნას უკავშირდება

ახალი კვლევის თანახმად, გიგანტურმა მთებმა დედამიწაზე ადრეული სიცოცხლის ევოლუციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც მთები ეროზიული იყო, ისინი ოკეანეებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს — ფოსფორსა და რკინას აწვდიდა, აძლიერებდა ბიოლოგიურ ციკლებს და ხელს უწყობდა ევოლუციას.

M2
M2

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევრები, დაბალი ლუტეტიუმის შემცველობის ცირკონის გამოყენებით, სუპერმთების წარმოქმნას ადევნებდნენ თვალყურს. ეს მინერალური და იშვიათი ელემენტების კომბინაციაა, რომელიც ძლიერი წნევის ქვეშ წარმოიქმნება და მხოლოდ მაღალი მთის ძირში გვხვდება. 

კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის ისტორიაში გიგანტური მთები მხოლოდ ორჯერ ჩამოყალიბდა: პირველი — 2000-1800 მილიონი,და მეორე 650-500 —მილიონი წლის წინ. ორივე მთა კონტინენტების ფორმირების პერიოდში ამაღლდა. ამ ორ შემთხვევასა და დედამიწის ისტორიაში, ევოლუციის ორ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. ერთი ცხოველების, მეორე კი რთული უჯრედების გაჩენას უკავშირდება.

პირველს “ნუნას სუპერმთას” ეძახიან. ის ემთხვევა ბირთვიანი უჯრედების — ევკარიოტების წარმოქმნას, რამაც მოგვიანებით მცენარეები და ცხოველები წარმოშვა. 

მეორე კი ტრანსგონდვანის სუპერმთის სახელით არის ცნობილი. 575 მილიონი წლის წინ ცხოველთა გამოჩენას და 45 მილიონი წლის წინ, კამბრიის აფეთქებას ემთხვევა.

მეტიც, შესაძლოა, გიგანტურ მთებს ატმოსფეროში ჟანგბადის დონეც ჰქონდეს გაზრდილი. ატმოსფერული ჟანგბადის ზრდა, რომელიც დაკავშირებულია “ტრანსგონდვანის სუპერმთის” ეროზიასთან, ყველაზე დიდია დედამიწის ისტორიაში და იგი ცხოველების გაჩენისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო.

სინამდვილეში, ახლავე შეგიძლია გახდე ინვესტორი, მართლა…

ფერადი, ფართო და განლაგებული კომპოზიციები სოკოების რთული წიაღის წარმოსაჩენად