in

გიგანტურმა სატვირთო გემმა სუეცის არხი გადაკეტა!

ტანკერის მფლობელი გლობალური ვაჭრობის შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის

veon
veon

გიგანტური სატვირთო გემის მფლობელმა, რომელმაც სამშაბათს ეგვიპტეში სუეცის არხი გადაკეტა, გლობალური ვაჭრობის შეფერხებისთვის, ბოდიში მოიხადა. როგორც შიო კისენ კაიშა ამბობს, ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ეს პრობლემა, თუმცა ეს ძალიან დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

400 მეტრი სიგრძის და 200 000 ტონა სიმძიმის ტანკერი ძლიერი ქარისა და მტვრიანი ქარიშხლის ფონზე არხში “გაიჭედა”, რის გამოც 150-ზე მეტ ხომალდს გადაადგილება შეეზღუდა. ეს ფაქტი საკმაოდ შემაფერხებელია, რადგან გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის არხში, რომელიც ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს და აზიასა და ევროპას შორის უმოკლეს საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს. მაშინ, როცა ალტერნატიული მარშრუტი მინიმუმ 2 კვირით ახანგრძლივებს მოგზაურობას.

გემის მფლობელი, შიო კისენ კაიშა აღნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობენ როგორც სახელმწიფოსთან, ისე გემის მენეჯმენტის კომპანიასთან, თუმცა სირთულეები მართლაც მწვავეა. არაერთი მცდელობა განხორციელდა, მაგალითად, როგორიცაა ხომალდის წყალში გაშვება, მაგრამ ესეც წარუმატებლად დასრულდა.

“შესაძლოა, მუშაობა მოგვიწიოს წონის შემცირებაზე, გემიდან კონტეინერების, ნავთობისა და წყლის ამოღებით, რისთვისაც ბუქსირებისა და მიწის ამოღებაა საჭირო” – აცხადებს  აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბერდოვსკი.

სუეცის არხის გადაკეტვამ “გაურკვევლობის ატმოსფერო” შექმნა – ზუსტად არავინ იცის, როდის დაუბრუნდება ყველაფერი ჩვეულ, ნორმალურ რეჟიმს. ექსპერტები ამბობენ, რომ სამაშველო ძალისხმევამ შესაძლოა, შედეგი მომავალი კვირის დასაწყისში გამოიღოს, როდესაც ტალღები გაძლიერდება. თუ ეს გეგმაც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება – ტვირთისგან დაცლა.

რაც მთავარია, 25 კაციანი გემის ეკიპაჟი, სრულიად უსაფრთხოდაა და ნავთობიც არ გამოჟონილა. თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და სიტუაციაც საკმაოდ დაძაბულია…

31 მარტი Mario-ს სიკვდილის დღედ გამოცხადდა!

კითხვები, რომლებიც ლიდერებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან