„2010 წელს ამბიციური მიზანი დავისახეთ – მსოფლიოში, 2.5 მილიონი ადამიანის (ვისაც შორსმხედველობა აწუხებდა) სახეზე ღიმილი გამოგვეწვია. ეს იყო გრძელი და ამაღელვებელი მოგზაურობა, რომელმაც სათვალის მთავარ ბრენდად გვაქცია, მთელი ოჯახისთვის და ცხოვრების თითოეული მომენტისთვის“ – ასე გაჩნდა ფრანგული IZIPIZI, რომელიც წლებია, ევროპაში ძალიან ტრენდულია. დღეს მათ მხოლოდ საკითხავი სათვალე კი არა, მზის სათვალის რამდენიმე მიმართულება აქვთ. საქართველოში, ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი კომპანია Wilbour Holding-ში შემავალი Giggles-ია. ეს კომპანია 2018 წელს იმისთვის შეიქმნა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის IZIPIZI-ს პროდუქცია წარედგინა. 2 წლის თავზე, Giggles და შესაბამისად, სათვალის ფრანგული ბრენდი თბილისსა და ბათუმში მოლებში, თუ კონცეფტუალურ მაღაზიებში შეგხვდებათ.
ნიკა ურუშაძე (Wilbour Holding-ის დირექტორი): მომხმარებელს IZIPIZI-ს სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ: მზის სათვალე, საკითხავი სათვალე (სხვადასხვა ნომრით). გვაქვს Screen სათვალის ხაზი, რომელიც თვალს ეკრანის გამოსხივებისგან იცავს. ასევე – მთის მიმართულება, ორი სხვადასხვა ტიპის – Ski, ანუ დიდი სათხილამურო და Glacier, შედარებით მცირე ზომის სათვალის ხაზი. ეს ყველაფერი როგორც დიდების, ისე უმცროსი თაობისთვის. როგორც ხედავთ, Giggles-ში მისთვის სასურველ სათვალეს ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე მომხმარებელი იპოვის.
ვისთვის არის IZIPIZI-ს ბრენდი?
თავად IZIPIZI-ს პოლიტიკა აქვს ასეთი, რომ ბრენდი არის ყველასთვის. ფასიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სეგმენტაცია ფაქტობრივად არ გვაქვს და მართლაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. Giggles-ის, როგორც მისი ოფიციალური დისტრიბუტორის მთავარი გზავნილიც ზუსტად იგივეა. თანაც, IZIPIZI ძალიან ტრენდულია ევროპაში და გვინდა, ჩვენთანაც ასე დამკვიდრდეს. პრინციპში, ამისკენ უკვე მივდივართ, ბევრი ერთგული მომხმარებელი უკვე გვყავს.
მალე Giggles წარადგენს IZIPIZI-ს ახალს კოლექცია. ამ მოდელებზეც რომ ვისაუბროთ და როდიდან იქნება ხელმისაწვდომი?
ზოგადად, IZIPIZI-ს კოლექციები ორ ნაწილად იყოფა. პირველი – პერმანენტული, რომელიც მუდმივად არის, უცვლელია ფორმა, ფერები. მეორე – დროებითი, სეზონური კოლექციები, მაგალითად, გაზაფხული-ზაფხულის, შემოდგომა-ზამთრის. ეს მოდელები განსხვავებულია ძირითადი მიმართულებისგან და სეზონურად არის ხოლმე ხელმისაწვდომი. თითოეულ ასეთ ხაზს თავისი ინსპირაცია აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის ბუნება. ანუ ახალი კოლექცია, რომელიც, თებერვლის ბოლოდან გაიყიდება, სწორედ ბუნებასთან არის დაკავშირებული. მოდელებს წყლის, მინერალების, შუშის, კრისტალის ეფექტები აქვს, ამის მიხედვით არის ფერებიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საფასო პოლიტიკა არც ამ შემთხვევაში იცვლება, არ აქვს მნიშვნელობა, სეზონური კოლექციაა, თუ – მუდმივი.
ამ ბაზარზე კონკურენცია დიდია, თქვენი უპირატესობა რა არის?
უპირატესობის კუთხით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ფასი არის ყველასთვის მისაღები. IZIPIZIS-ს ბრენდი, ნელ-ნელა ტრენდად ყალიბდება და იდეალური საჩუქარია ყველასთვის. ანუ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენს მიზანს, ისეთივე ტრენდულად ვაქციოთ ბრენდი საქართველოში, როგორც ევროპაშია. ის ვინც IZIPIZI-ს სათვალეს ერთხელ შეიძენს, როგორც წესი, მისი ერთგული რჩება – საკმაოდ დიდი არჩევანი, განსხვავებული ფერები, დახვეწილი ფორმები. ჩვენთან ნებისმიერი ფერის სათვალეს იპოვი, ფორმა კი იმდენნაირია, ყველას შეუძლია მოირგოს.
რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს?
გვინდა, რაც შეიძლება მეტ მაღაზიაში იყოს IZIPIZI-ს ბრენდი. ახლა Giggles-ის სტენდებს შეხვდებით „სითი მოლსა“ და სავაჭრო ცენტრში „გალერია თბილისი“. ბათუმში – რამდენიმე კონცეფტუალურ მაღაზიასა თუ მოლში, მაგალითად, წიგნების, საბავშვო, ტანსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებში. გაფართოება არ ნიშნავს, რომ ყველა წერტილში შევალთ. IZIPIZI-ს ჩამოყალიბებული აქვს თავისი მიმართულება – იყიდება კონცეფტუალურ მაღაზიებში და ამ პრინციპების მიხედვით ვარჩევთ ჩვენც კონკრეტულ ობიექტებს, თბილისში თუ სხვა ქალაქებში. კიდევ გვაქვს ერთი გეგმა – პანდემიის პერიოდში დავამატეთ „ონლაინ“ გაყიდვები. ეს ცოტა რთული პროცესია, სათვალის მორგება არ არის მარტივი, თუ არ მოისინჯავ. ამიტომ, ჩვენი ვებგვერდის ისე ადაპტირებას ვგეგმავთ, რომ მომხმარებელს შეეძლოს, ფოტო მონტაჟით ნახოს, როგორ ექნება კონკრეტული მოდელი. თუმცა, ეს ალბათ, უფრო მომდევნო ეტაპზე. ახლა კი, უახლოესი გეგმა, როგორც უკვე აღვნიშნე, გაფართოება და გაყიდვის მეტი წერტილის ათვისებაა.
[R]