გიგი ჯანელიძე თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელია, რაც ნიშნავს, რომ სფეროში საკუთარ 15 წლიან გამოცდილებას, ამჯერად, „თიბისის“ გუნდის წევრის სტატუსით გააზიარებს.
დიზაინი დაბადებიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. როგორც ბრწყინვალე დიზაინერი და დიზაინ თეორეტიკოსი, ვიქტორ პაპანეკი ამბობდა: “All human beings are designers. All that we do, almost all the time, is design, for design is basic to all human activity! მეც სულ მჯეროდა და ახლაც მჯერა დიზაინისა და დიზაინ ფიქრის ძალის, – გიგი ჯანელიძე.
M: გიგი, დიზაინის სფეროში, თქვენს გამოცდილებაზე მოგვიყევით…
სტუდენტობის დროიდან, ჩართული ვარ UX დიზაინსა და Product/Service Development-ში. ფაქტობრივად, 15 წელია, დიზაინის სფეროში ვსაქმიანობ. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა ისეთ კომპანიებში მოვასწარი, როგორებიც არიან: Deek Knowledge Ventures, TASS News Agency, Yandex, MTS, Sber. ყველა მათგანში მუშაობის პერიოდში ჩართული ვიყავი დიზაინ ტრანსფორმაციის პროცესში. ასევე, ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობდი დიზაინ სტუდიის, TOPOS Studio-ს განვითარებაზე.
მთავარი მოტივაცია ისაა, რომ მინდა, ჩემი გამოცდილება თანამემამულეებს გავუზიარო. მჯერა, რომ საქართველოსა და ქართველ სპეციალისტებს აქვთ იმის პოტენციალი და კომპეტენცია, რომ არა მარტო ლოკალური, არამედ გლობალური პროდუქტები და სერვისები შექმნან და განავითარონ. „თიბისი“ უნიკალური კომპანიაა თავისი კულტურითა და მისწრაფებით, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. მიხარია, რომ საშუალება მექნება, მონაწილეობა მივიღო სწორედ ამ ბრენდის დიზაინ ტრანსფორმაციის პროცესში.