in

გიგი ჯიქიას ახალი მინიალბომი „სუნთქვა“


ქართველი მუსიკოსი და DJ გიგი ჯიქია, Kaiji-ს ფსევდონიმით, ჩიკაგოურ ლეიბლზე „Kimochi Sound“ ახალ, 7 კომპოზიციისგან შემდგარ მინიალბომს „სუნთქვას“ აქვეყნებს. რელიზი ლეიბლისთვის დამახასიათებელ, ანალოგიურ ემბიენთ-ტექნო ჟღერადობაზეა მორგებული და ფირფიტაზე, ლიმიტირებული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.

გიგი ჯიქია, რომელიც მუსიკას Kiaji-სა და Kiyadama-ს სახელითაც აქვეყნებს, 2009 წლიდან დუეტ Okinawa Lifestyle-ის წევრი იყო. 2013 წლიდან მან სოლო კარიერა გააგრძელა და გამოუშვა მინიალბომები Rough House Rosie, Housewax და Voyager ლეიბლებზე. 2018 წელს მუსიკოსი სადებიუტო ალბომს „Ostati” ბრიტანულ ლეიბლზე „Organic Analogue Records“-ზე აქვეყნებს. 2015 წლიდან HVL ბასიანის რეზიდენტია და მეორე ალბომიც „Rhythmic Sonatas“ სწორედ კლუბის სახელით მოქმედ ლეიბლზე გამოუშვა.


პროექტი “100 სკამი ცის ქვეშ” ახალი მუსიკალური სპექტაკლით დაიხურება

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა