14
ივნ
2018

„გიგის წვენების“ მოხალისეობრივი ბრენდინგი ზუკა ჩიკვაიძის შესრულებით

14 ივნ 2018

გრაფიკულმა დიზაინერმა – ზუკა ჩიკვაიძემ „გიგის წვენებისთვის“ მოხალისეობრივად შექმნა ვიზუალური იდენტობა, ფერი, ლოგო და სტილი. ბრენდინგის მთავარი თემა ფორთოხალი, ჭიქა და ნარინჯისფერია, როგორც წვენების სტარტაპს შეეფერება.

 

გიგისთან სტუმრობის შემდეგ გადავწყვიტე, პატარა წვლილი მეც შემეტანა მისი სტარტაპის განვითარებაში. მისი საქმიანობისთვის მიმეცა ბრენდის სახე, რომელსაც ექნებოდა თავისი ლოგო, ფერი და სტილი. ასევე, აუცილებლად დავეხმარები ამ ყველაფრის რეალიზებაში, ბეჭდური მიმართულებით. ამ ბრენდის განვითარებაზე კი დღეიდან გიგი იზრუნებს, ჩვენ კი დავეხმაროთ და ხშირად დავაგემოვნოთ მისი უგემრიელესი წვენები მზიურში“, – ზუკა ჩიკვაიძე.

» შეგახსენებთ, რომ 15 წლის გიგი ანთაძემ „მზიურის პარკში“, თბილისის მერიის დახმარებით, „გიგის წვენების“ ჯიხური პირველ აპრილს გახსნა.

განხილვა